ჩვენ ვქმნით პარტიას, რომლისთვისაც უცხო ქვეყნებთან ნებისმიერი მოლაპარაკებისა და ქვეყნის შიგნით მოქმედების დროს ხელშეუხებელი პრიორიტეტები იქნება:
• საქართველოს დამოუკიდებლობა;
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა;
• ქართული ეროვნული ცნობიერება; სხვა ყველაფერი კი – მოლაპარაკების და შეთანხმების საგანი.
ჩვენ ვქმნით პარტიას, რომლის მოღვაწეობის მთავარი პრიორიტეტები იქნება:
• ოჯახი, ბავშვი, მოსწავლე, სტუდენტი, განათლება, მეცნიერება, ხელოვნება, ჯანდაცვა, სპორტი;
• უფროსი თაობა _ მადლიერების განწყობის შექმნა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც უმძიმეს პირობებში შეძლეს შეენარჩუნებინათ `ენა, მამული, სარწმუნოება";
• ინვალიდისა და შრომისუუნაროსადმი ღირსეული პირობების შექმნა;
• ქვეყანაში ნიჭისა და უნარის რეალიზაციის პირობების შექმნა; ჩვენ ვქმნით პარტიას, რომლისთვისაც ბრძოლა საქართველოსათვის ნიშნავს:
• ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას;
• ქართული ცნობიერების გამთლიანებას;
• რეალურ დემოკრატიას;
• თავისუფალ ადამიანს;
• ძლიერ ეკონომიკას;
• ქვეყანას, გარედან მართვადი ხელისუფლების გარეშე;
• რეალურ რეფორმებს;
• ნიჭის ძალაუფლებას, როცა ყველას აქვს თანაბარი შესაძლებლობლები საკუთარი თავის რეალიზაციისათვის, როცა განათლება სახელმწიფოსაგან ფინანსდება და კონსტიტუციურად არის პრიორიტეტული, როცა ქვეყანა სისტემურად ვითარდბა მეცნიერულ აზრზე დაყრდნობით და როცა ქვეყანას მართავენ მოაზროვნე და მართალი ადამიანები.
დრო გადის და ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები არათუ იცვლება, კიდევ უფრო მწვავდება და ზოგიერთი მათგანი შეუქცევად ხასიათს იძენს: ეკონომიკის სტრუქტურა არაეფექტურია, ინფლაციის დონე ორნიშნა, კორუფციულია პრივატიზაციის მთელი პროცესი, დაუცველია მესაკუთრეების უფლებები, დეფიციტია საგადასახადო ბალანსში, ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბალანსი მკვეთრად უარყოფითია, დიდია საგარეო ვალი და სახეზეა მისი შემდეგი ზრდის ტენდენცია, გაუმართლებლად დაბალია მოსახლეობის დასაქმება.
ჩვენ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვდივართ მაშინ, როცა დეტალურად გავიაზრეთ ეს პრობლემები, ჩამოვაყალიბეთ მათი გადაჭრის გზები და გვაქვს ერთიანი პროგრამა.
ჩვენ ვიცით, როგორ:
• დავძლიოთ სისტემური კრიზისი;
• აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა;
• გავამთლიანოთ ქართული ცნობიერება;
• დავძლიოთ ამ ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული დაპირისპირება თაობათა შორის;
• შევქმნათ ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალური გარემო, როცა ადამიანს არ ექნება დასაქმების, საარსებო მინიმუმის, საცხოვრებლისა და სამედიცინო მომსახურების პრობლემა (სამ წელიწადში მოვხსნით დასაქმების, ერთ წელიწადში – გარანტირებული სამედიცინო მამსახურების, წელიწადნახევარში – საარსებო მინიმუმის, მაქსიმუმ ორწელიწადნახევარში – საცხოვრებლის პრობლემებს);
• არსებითად შევცვალოთ ბიზნესგარემო, მოსახლეობა გავხადოთ გადამხდელუნარიანი, შესაძლებლად ვაქციოთ ყველა მსურველის ბიზნესში ჩართვა თანაბარი შესაძლებლობების საფუძველზე;
• მოვხსნათ მოსახლეობასა და ბანკებს შორის დღეს არსებული დაძაბულობა. ხუთ წელიწადში სხვადასხვა ფორმით დავძლიოთ ე.წ `ანაბრების პრობლემა" სრულიად განსხვავებულ პრინციპზე დაყრდნობით, ვიდრე ეს `მოქკავშირისა~ და `ნაცმოძრაობა-დემოკრატების~ მთავრობებმა შემოგვთავაზეს. (თითოეული მეანაბრე მიიღებს იმ თანხას (ლარებში) მიღების დღის სავალუტო კურსით, რომელიც ტოლი იქნება მანეთებსა თუ კუპონებში შეტანილი თანხისა იმდროინდელი სავალუტო კურსით).
• შევქმნათ დღევანდლისაგან სრულიად განსხვავებული შრომის ანაზღაურების სისტემა. დღეს იგი პოლიტიკური კორუფციის შემადგენელ ნაწილად იქცა და ადასტურებს იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლების კურსი - ეს არის გზა ტოტალიტარული სახელმწიფოს შექმნისაკენ, რომელსაც მართავს არა არჩეული ხელისუფლება, არამედ დანიშნული ბიუროკრატია, რომლის ხელფასი ზოგჯერ 300-500-ჯერ აჭარბებს პედაგოგის, ექიმის, მეცნიერის, ხელოვანის ხელფასს, პენსიონერის პენსიას, სტუდენტის სტიპენდიას, ლტოლვილისა და შრომისუუნაროს შემწეობას. ჩვენ ამ ვექტორს ვცვლით (სხვაობა მინიმალურ და მაქსიმალურ ანაზღაურებებს შორის იქნება მაქსიმუმ 20 ჯერზე მეტი… მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ხელფასი სიმბოლურად 1 ლარით მეტი იქნება ქვეყნის პრეზიდენტის ხელფასზე, ხელოვანის – პარლამენტის თავმჯდომარისაზე, ჯარისკაცის კონტრაქტით განსაზღვრული თანხა – მთავრობის თავმჯდომარისაზე, პედაგოგის – მინისტრისაზე).
ჩვენი პროგრამა - ეს არის პროგრამა ქვეყნის შესაძლებლობის მაქსიმალურ ზღვარზე მუშაობისა და მისი შესრულება მხოლოდ იმ პოლიტიკოსებს შეუძლიათ, რომელთაც აერთიანებთ ქვეყნისა და ხალხის სიყვარული, მისთვის თავდადების კეთილი ნება, არიან თავისუფალი ადამიანები, რეფორმატორები და დემოკრატიული ბუნებისანი.
ჩვენ გვწამს, რომ საქართველოს მომავალი იმ ქართულ პოლიტიკურ ძალასთან, გაწონასწორებულ და სახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე იმ პოლიტიკოსებთან არის დაკავშირებული, რომელთაც:
• ხელისუფლების მთავარ ფუნქციად მიაჩნიათ ისეთი კონკურენტული გარემოს შექმნა და ისეთი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, სადაც ყველას ექნება საკუთარი ნიჭის, უნარისა და შესაძლებლობების რეალიზების თანაბარი პირობები;
• უცხოეთთან ურთიერთობის მთავარ საყრდენად ინტელექტი და ეკონომიკა მიაჩნიათ (არც ერთს და არც მეორეს არა აქვს არც ეროვნება და არც საზღვრები);
• ქვეყნის აღმშენებლობის მთავარ საყრდენად კი – ღირსება, პროფესიონალიზმი, გამოცდილება, თაობათა ერთიანობა მიაჩნიათ;
პარტიის შექმნის პროცესი იქნება საქართველოს მოსახლეობასთან მოთათბირების, დიალოგის, ჩვენს უცხოელ მეგობრებთან, საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ ძალებთან და არასამთავრობო სექტორთან თანმშრომლობის პროცესი, რომელიც დაგეგმილია (და სასურველიცაა), გაცხადებიდან რამდენიმე თვეს გაგრძელდეს, თუმცა არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების კვალობაზე, სულ რამდენიმე დღეში დასრულდეს (ჩვენს მიერ აქამდე გაწეული მუშაობა ყველა პირობას ქმნის საამისოდ).
ჩვენ არც მთლიანად პარტიაში, არც რომელიმე მხარეში, ქალაქში, რაიონში თუ სოფელში არ გვეყოლება დანიშნული ლიდერი. პარტიის მთავარი შიდაპარტიული ორგანიზაციული პრინციპი იქნება: `თავისუფალი ადამიანების კონკურენცია - ერთიანობისათვის".
პარტიის ლიდერად აღიარებული იქნება ის, ვინც რეგიონალურ არჩევნებზე მიიღებს არჩევნებში მონაწილეთა 30 პროცენტზე მეტ ხმას, პარტიის ყრილობაზე ხმათა უმრავლესობით არჩეული იქნება პარტიის თავმჯდომარედ და რომელსაც ლიდერად აღიარებს ყველა რეგიონი, უცხოეთში შექმნილი ყველა პოლიტიკური სტრუქტურა და ყრილობის დელეგატთა 90 პროცენტზე მეტი. ამრიგად, პარტიის ლიდერი ამავე დროს აუცილებლად უნდა იყოს მისი თავმჯდომარე, მაგრამ არა პირიქით. ანუ, პარტიას აუცილებლად ეყოლება თავმჯდომარე, მაგრამ შეიძლება არ ყავდეს აღიარებული ლიდერი. სამომავლოდ არც იმას გამოვრიცხავთ, რომ პარტიის ლიდერი არ იყოს მისი თავმჯდომარე.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარტიის ლიდერის უმთავრესი მოვალეობაა პარტიის მომზადება არჩევნებისათვის და გამარჯვება არჩევნებში, სხვა შემთხვევაში იგი უნდა გადადგეს და პარტიაში დაიწყება ახალი ლიდერის შერჩევის პროცესი. პარტიის ლიდერი ავტომატურად ითვლება მის ერთადერთ კანდიდატად ქვეყნის უმაღლეს თანამდებობაზე.
ჩვენ დღეს, პოლიტიკური პარტიის შექმნის პროცესის დაწყების გაცხადებისთანავე, ვპირდებით საქართველოს მოსახლეობას, რომ პარტიის შექმნის მთელი პროცესი – ეს იქნება ხალხთან ერთად, პროფესიონალებთან ერთად მუშაობა პარტიის საარჩევნო პროგრამაზე… პროგრამაში არ იქნება არც ერთი ზოგადი პუნქტი და ყველა პუნქტის გასწვრივ იქნება მითითებული მისი შესრულების ვადა…
ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, საარჩევნო ვადის ნახევრის გასვლის შემდეგ, გამოვაქვეყნებთ ჩვენი დანაპირების შესრულების ანგარიშს და მოსახლეობის მიერ არჩეული `ნდობის ჯგუფებით~ (და არა საარჩევნო კომისიებით) ჩავატარებთ `ნდობის რეფერენდუმს~. თუ ხალხი რეფერენდუმზე დაგვიდასტურებს ნდობას, ჩვენ გავაგრძელებთ მოღვაწეობას ხელისუფლებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი მიტინგების, ქუჩის აქციების, რევოლუცია-გადატრიალებების გარეშე, დავნიშნავთ ახალ არჩევნებს და დავტოვებთ ხელისუფლებას.
Мы создаем политическую силу для которого будет приемлема только власть господства таланта, опыта, профессионализма и закона.
Мы создаем партию, для которой при переговорах с представителями любых стран и во время действий внутри страны неприкосновенными приоритетами будут:
- Независимость Грузии;
- Территориальная целостность Грузии;
- Грузинское национальное самосознание;
- Семья, дети, ученик, студент, образование, наука, искусство, здравоохранение, спорт;
- Старшее поколение – создание расположения признательности к тем людям, которыев сложнейших условиях смогли сохранить язык, отечество и веру;
- Создание достойных условий для инвалидов и нетрудоспособных;
- Создание в стране условий для реализации талантов и навыков.
- Восстановление территориальной целостности;
- Объединение грузинского самосознания;
- Реальную демократию;
- Сильную экономику;
- Страну с властью, не управляемой извне;
- Реальные реформы;
- Господство таланта, когда у всех равные возможности для самореализации, когда образование финансируется государством и приоритетно по конституции, когда страна развивается системно, основываясь га гаучную мысль и когда страной правят мыслящие и правильные люди.
- Преодолеть системный кризис;
- Восстановить территориальную целостность;
- Сохранить целостность грузинского самосознания;
- Преодолеть внедренную нынешней властью противоречия между поколениями;
- Создать достойную для жизни социальную среду, когда у человека не будет проблем трудоустройства, прожиточного минимума, жилья и медицинского обслуживания (за три года мы снимем проблемы занятости, за один год – гарантированного медицинского обслуживания, за полтора года прожиточного минимума и максимум за два с половиной года – проблумы жилья);
- Существенно изменить сферу бизнеса, сделать население платежеспособным, по мере возможности дать равные основания всем желающим участвовать в бизнесе;
- Снять существующую сегодня напряженность между населением и банками. За пять лет в разной форме разрешить т.н. проблему вкладов – основываясь на принципы, совершенно отличные от предложенных правительствами «Союза граждан» и «Нац.движения». (Каждый вкладчик получит сумму в лари по курсу валюты на день получения, которая будет равна внесенной сумме в рублях или купонах на тогдашний день по курсу валюты).
- Создать систему возмещения труда совершенно оличающуюся от сегодняшней. Сегодня она стала составной частью политической коррупции и подтверждает то, что курсом сегодняшней власти является создание тоталитарного государства, которым будет управлять не избраннная власть, а назначенная бюрократия, зарплата которой иногда в 300-500 раз превышает зарплаты педагогов, врачей, ученых, творческих работников, пенсии пенсионеров, стипендии студентов, пособия для беженцев и нетрудоспособных. Мы меняем этот вектор (разница между минимальной и максимальной компенсацией труда будет максимум в 20 раз больше... Зарплата академика Академии наук будет на один символичный лари больше зарплаты президента страны, работника искусств – председателя парламента, военнослужащего контрактника – председателя правительства, педагога – министра).
- Считают главной функцией власти создание такогй конкурентной среды и формирование такого гражданского общества, где у всех будут одинаковые условия для реализации своего таланта, своих способностей и возможностей;
- Главными основами во взамоотношениях с заграницей считают интеллект и экономику (ни первое, ни втоорое не имеют ни национальности, ни границ);
- Главными же основами для построения страны считают – достоинство, профессионализм, опыт, единство поколений;
No comments:
Post a Comment