Dec 21, 2012

პრეზიდენტის იმპიჩმენტისსამართლებრივი საფუძვლები

პრეზიდენტის იმპიჩმენტის ხელმომწერთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა ჯაზუში

ალექსანდრე კუხალაშვილი: თავგანწირვა

ეს ლექსი რომ წავიკითხე გაზეთ "კვირის ქრონიკაში", ჩემს მეგობარ თემურ შაშიაშვილს დავურეკე. მან არც ლექსის და არც მისი გამოქვეყნების თაობაზე არაფერი არ იცოდა. მე თემურს ვუთხარი: მიხარია, რომ ლექსი მოგიძღვნეს, მაგრამ გაცილებით მეტად ის მიხარია, რომ ნამდვილი პოეტი და ღირსებით სავსე კაცი აღმოვაჩინე...

  პროფესორი, ფილოსოფოსი გერმანე ფაცაცია

თავგანწირვა


ეძღვნება თემურ შაშიაშვილს

ჟამთასვლის წყეულ დღეებს ვიხსენებ,
  როცა ეთერში შენი ხმა გადის,
ვით შეასმენდი მაშინ ძმისმკველელბს,
  დაცემულ ოხვრას, ხალხის ღაღადისს.




გრძელდება შეხვედრები დასავლეთ საქართველოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით




პარტია „თეთრები“პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნის მემორანდუმით გაერთიანებულ ორგანიზაციებთან ერთად აგრძელებს  დასავლეთ საქართველოში მოსახლეობასთან შეხვედრას და პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას.
გუშინ ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში გაიმართა ძალიან გულთბილი და საინტერესო  შეხვედრა ქალაქი ინტელიგენციასთან, დარბაზში იმყოფებოდნენ პროფესურისა და  შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები.
შეხვედრის 300-მდე მონაწილემ ხელი მოაწერა პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნას.
შეხვედრები გაგრძელდება  სამეგრელოს ქალაქებში. 

დღეს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები შეხვდებიან მოსახლეობას მარტვილში. ხვალ ზუგდიდსა და ფოთში.

როგორც პარტია „თეთრების“ ლიდერი აღნიშნავს, მათ ჰქონდათ  უაღრესად თბილი და საინტერესო შეხვედრები და მოსახლეობის მხრიდან იგრძნობოდა დიდი გაგება და მხარდაჭერა  ამ პროცესების მიმართ.


პარტია „თეთრების“ პრეს-ცენტრი
2012 წლის 21 დეკემბერი

Dec 18, 2012

თემურ შაშიაშვილი პრაიმთაიმის პრესკლუბში (2012 წლის 18 დეკემბერი)




ვიდეო თემურ შაშიაშვილი პრაიმ თაიმის პრეს-კლუბში (18. 12. 2012)

იწყება საპროტესტო მსვლელობა დასავლეთ საქართველოში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.


ხვალ, 19 დეკემბერს, დილის 10:00 საათზე, იქ, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით იდგა დავით აღმაშენებლის ძეგლი, ტარდება სამოქალაქო შეკრება  და იწყება საპროტესტო მსვლელობა დასავლეთ საქართველოში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.

ანონსი



ხვალ, 19 დეკემბერს, 10 საათზე მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნის მემორანდუმით გაერთიანებული 30 ორგანიზაციის სახელით საორგანიზაციო ჯგუფი (რეზო ჩხეიძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, მიხეილ ანდღულაძე, ავთანდილ იოსელიანი, ფერდინანდ ლორთქიფანიძე, ლაშა ჩხარტიშვილი, ომარ მხეიძე, ომარ ჟღენტი, გოგი ავსაჯანიშვილი, ვაჟა აზარაშვილი, არკაზარ კაკულია, დიმა ჯაიანი, ლილი ხითური, ვასილ კადანიცი, ნიკოლოზ ასათიანი, გიორგი გაგლოევი, რეზო ძოძუაშვილი, მარინა კაზაშვილი ) გამართავს საინფორმაციო ბრიფინგს.