ჩხეიძის თქმით, მან და მისმა თანამოაზრეებმა სააკაშვილის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, 2012 წლის 19 დეკემბერს გეწვიოთ ქუთაისში. 19 დეკემბერი მართლაც ტრაგიკული დღეა. 3 წლის წინ, ნიკოლოზობა დღეს, ქუთაისში აფეთქებული იქნა "ქართულ ბიბლიად და ფილოსოფიურ ტრაქტატად" შერაცხული მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის და არქიტექტორ ოთარ კალანდარიშვილის ხელთქმნილი დიდების მემორიალი. აფეთქებას შეეწირა უმანკო ბავშვისა და მისი დედის სიცოცხლე. სამწუხაროდ, ამ ცოდვილ ადგილზე აგებულ იქნა საქართველოს პარლამენტის შენობა. მომზადებულია დიდების მემორიალის ისტორიის ამსახველი წიგნის "დაუჯერებელი სინამდვილე" მეორე გამოცემა პერსონალურად პარლამენტის წევრებისთვის, რომელსაც გადმოგცემთ ჩვენი ჩამოსვლისას. ბატონო დავით, გთხოვთ, გვეწვიოთ აქციაზე პირადად თქვენ და პარლამენტის წევრები. მთავარი, იმის გათვალისწინებით, რომ 19 დეკემბერი სასესიო დღეა, გთხოვთ, დამდოთ პატივი და მომცეთ შესაძლებლობა, 5-წუთიანი სიტყვით მივმართო საქართველოს პარლამენტს", - ნათქვამია მიმართვაში.
No comments:
Post a Comment