Dec 18, 2012

თემურ შაშიაშვილი - დასავლეთში ბევრს აშინებს თავისუფლად მოლაპარაკე სააკაშვილი


შაშიაშვილიდასავლეთში ბევრს აშინებს თავისუფლად მოლაპარაკე სააკაშვილი, იმისთვის რომ მან არ თქვას ვინ დაიწყო ომი. ეს განცხადება მოძრაობა "თეთრების" ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, ვინც იცნობს სააკაშვილს ყველამ იცის რომ ის ომის დამწყები არ იყო.
"მე კარგად ვიცნობ სააკაშვილს და ვიცი რომ სააკაშვილი ომის დამწყები არ იყო მას ომი დააწყებინეს. ამიტომაც აუცილებელია აღსდგეს სამართლიანობა. საინტერესოა სად წავიდა ის 20 მილიონი რომლის საქართველოში შემოსვლაზე ჯერ კიდევ შევარდნაძე საუბრობდა", - აცხადებს შაშიაშვილი და დასძენს, რომ ხელისუფლება უნდა გასამართლდეს.
"მე აქ მოვედი 17 ტომიანი საქმით, ჩვენ ვიყავით პრეზიდენტის იმპიჩმენტის მომხრე და მაშინ სერიოზული დოკუმენტი ჩამოვაყალიბეთ. სააკაშვილი ამბობს რომ მან ააყვანა ქვეყანა, ჩვენ ვამბობთ რომ დღეს ქვეყანა უარეს მდგომარეობაშია", - აცხადებს შაშიაშვილი.

No comments:

Post a Comment