Dec 15, 2012

ინტელექტუალური პროექტი "ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას"



ეს პროექტი წარმოადგენს "თავისუფალ მოაზროვნეთა ასოციაციისა" და პოლიტიკური მოძრაობა "წინ საქართველო"-ს ხანგძლივი თანამშრომლობის შედეგს. მის შექმნაში მონაწილეობდნენ ცნობილი მეცნიერები, იურისტები. შესწავლილია სახვადასხვა ქვეყნების გამოცდილება, პრაქტიკა, რომელიც გააჩნია ევროპის სასამართლო ინსტიტუტებს, არასამთავრებო ორგანიზაციებს. ექსპერტიზებულია, როგორც საქართველოში, ასევე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში
ახალი პოლიტიკური ძალა "თეთრი მოძრაობა" და  "თავისუფლების და მშვიდობის" ფონდი პატივისცემითა და თანამშრომლობის დიდი სურვილით ახდენენ ამ პროექტის შეთავაზებას პოლიტიკური პარტიებისადმი, არასამთავრებო ორგანიზაციებისადმი, მედიის საშუალებებისადმი, რამე თუ თვლიან რომ ბოლო პერიოდის პოლიტიკური მოვლენები, გრანდიოზული 26 მაისი ეს არის დიდი ნიშანი იმისა, რომ ხალხში მომწიფდა აზრი ხელისუფლების გასამართლების თაობაზე.





"ხალხი ასამართლებს... "

(პროექტი)

I თეორიული ნაწილი

1. თეორია

თავისუფლების, მშვიდობისა და შესაბამისად დემოკრატიისათვის პირველად აუცილებლობას ქვეყანაში სამართლის უზენაესობა წარმოადგენს, რომელიც შეუძლებელია იმ შემთხვევაში, როცა ხელისუფლების აღმასრულებელი, საკანონმდებელო და სასამართლო განშტოებები რეალურად დამოუკიდებლები არ არიან და ერთ პიროვნებას (ან თუნდაც კლანურ ან პარტიულ ჯგუფს) ექვემდებარებიან.

2. იდეა

კონკრეტულ შემთხვევაში, მოხდება ხელისუფლების სავარაუდო სამართალდარღვევათა საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოტანა (გასამართლება), ანუ მის მიერ რეალურად ჩადენილ უსამარტლოებათა გამოვლენა და სამართლებრივი შეფასება, რასაც საზოგადოების დემოკრატიულად განათლებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს; პროექტის მიზანია, ამ აქციაში საზოგადოების აქტიური ჩართვა და იმ აზრის გატარება, რომ ხალხი თვითონ არის ხელისუფლების წყარო და მის ქმედებათა კონტროლის სრული უფლებაც ხალხსვე გააჩნია. ამასთანავე "პროცესი" წარმოადგენს საზოგადოების გზავნილს (მესიჯს) ხელისუფლებისადმი, რაც მას დაეხმარება შეცდომათა გაანალიზებასა და გამოსწორებაში, ანუ ხალხთან დარღვეული კავშირების აღდგენასა და დაკარგული ნდობის დაბრუნებაში. აღნიშნული სახალხო - სასამართლო პროცესი, როგორც საქართველოში, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცეში, დამოუკიდებელი და აბსოლუტურად ობიექტური სასამართლო პროცესის პრეცენდენტი უნდა გახდეს, სადაც საზოგადოებრიობა თავის თავზე მსაჯულის როლს აიღებს, დაცვასა და ბრალდებას კი პროფესიონალი იურისტები განახორციელებენ.

3. ფორმა

პროცესი უნდა ჩატარდეს ისე, როგორც ეს მიღებულია საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით. პროცესის მსვლელობა უნდა გაშუქდეს პირდაპირ ეთერში. საბრალდებო სკამი, წარწერით -"ხელისუფლება", თავისუფალი იქნება. მოსამართლეები და ბრალდების მხარე შეირჩევა კვალიფიციურობის და პოლიტიკურად ნეიტრალურობის ნიშნით, დაცვის მხარის დაკომპლექტების პრიორიტეტი მიენიჭება ხელისუფლებას (ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი იურისტები), ნაფიცი მსაჯულების როლს თავის თავზე საზოგადოებისთვის ცნობილი და პატივცემული ადამიანები აიღებენ. პირდაპირი ტელეეთერის პირობებში, "მთავარ მსაჯულს" ანუ ხალხს, საშუალება მიეცემა ჩაერთოს ინტერაქტიულ გამოკითხვაში და პასუხი გასცეს კითხვაზე - დამნაშავედ მიაჩნია თუ არა "ბრალდებული" ანუ ხელისუფლება. ს.მ.ს.პასუხების დინამიკა აისახება ტელეეკრანებზე, იწარმოებს საზოგადოებრივი აზრის მონიტორინგი და განაჩენს საზოგადოებავე გამოიტანს, რადგან რეალური დემოკრატიულობის პირობებში სწორედ მას ეკუთვნის ბოლო სიტყვა ანუ დასკვნის გამოტანის უფლება. იმისთვის, რომ გაიზარდოს ტელეპროექტის სანახაობრივი მხარე და საზოგადოების ჩართულობა, შესვენების დროს:
  1. მიიღება პირდაპირი სატელეფონო ზარები, წაიკითხება შემოსული საინტერესო საქმეები, წინადადებები და განცხადებები;
  2. გადაიცემა ვიდეომასალები;
  3. გაიმართება დებატები ხელისუფლების მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის;
  4. სურვილის შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ პირდაპირ ეთერში დაიცვან თავი.და ა.შ.
დასვენების დღეებში გაიმართება სტუდიური განხილვები ცნობილი სახეებისა და დასწრების მსურველი საზოგადოების მონაწილეობით (ხალგაზრდობა, მეცნიერები,  პოლიტიკოსები  და  ა.შ.)

4. ორგანიზება

უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების და საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლების შემადგენლობით, რომელიც:
  1. დასახავს პროექტის საერთო გეგმას (სცენარს) და განახორციელებს გარკვეულ კონკრეტიზაციას ეპიზოდების დონემდე;
  2. მოაგროვებს საბრალდებო მასალებს, დაუკავშირდება დაზარალებულებს და პროექტში მონაწილეობაზე თანხმობის შემთხვევაში გააცნობს მათ კონკრეტული ეპიზოდის გეგმას;
  3. ჩამოაყალიბებს და წარმოადგენს მონაწილე -მოსამართლეთა, ბრალმდებელთა და დამცველთა სავარაუდო სიას (საზოგადოებისათვის ცნობილი იურისტები, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება);
  4. წარმოადგენს სახალხო მსაჯულთა სავარაუდო სიას (ცნობილი მეცნიერები, მწერლები, მსახიობები და საზოგადოებრივი ავტორიტეტით აღჭურვილი სხვა პირები);
  5. შეარჩევს სავარაუდო ადგილს (დარბაზს) პროცესის ჩასატარებლად;
  6. დაგეგმავს და განახორციელებს მოლაპარაკებებს ტელევიზიებთან პროცესის პირდაპირ ტრანსლაციასა და "აქციის დღიურის" გაშუქებაზე;
  7. დაადგენს არასამთავრობო ორგანიზაციათა ნუსხას, რომელთა მონაწილეობა პროექტში მიზანშეწონილად მიიჩნევა (ფუნქციონალურად, ფინანსურად ან სხვა კუთხით);
  8. დაადგენს საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების სიას, რომელთაც სასურველი ან აუცილებელია იკისრონ "საერთაშორისო დამკვირვებლის" ფუნქცია, რათა პროცესი აბსოლუტურად ობიექტურად წარიმართოს;
და ა.შ.

5. ფინანსები

უნდა ფორმირდნენ:
  1. პროექტში მონაწილე ორგანიზაციების მცირე საწყისი შენატანებით;
  2. ხელშემწყობ სპონსორ ორგანიზაციათა დახმარებით;
  3. პროექტის განხორციელების პირობებში სარეკლამო მომსახურებით;
  4. მოკლე ტექსტური გზავნილების საფასურით;
  5. საზოგადოებრივი შემოწირულობებით და ა.შ.

II პრაქტიკული ნაწილი

1. სცენარი

"პროცესის" ჩასატარებელი სასამართლო დარბაზი განთავსდება რომელიმე თეატრის სცენაზე (სამეფო თეატრი, თავისუფალი თეატრი ან სხვა) ან სპეციალურად აგებულ პავილიონში. თეატრის სცენა უფრო მისაღებია, რადგან წინასწარი გათვლით, საზოგადოების დაინტერესებიდან გამომდინარე მოსალოდნელია ანშლაგები, რაც შესაძლებელს გახდის გაყიდული ბილეთებიდან მიღებული შემოსავალი, ხარჯების ნაწილობრივ დაიფარვას მოხმარდეს. "პროცესის" წარმოების დროდ მოიაზრება ღამის (23.00 - 02.00) საათები, როდესაც თეატრალური აქტივობა წყდება, გარდა ამისა ეს დრო საუკეთესოა პირდაპირი ტელე-ტრანსლაციისთვისაც. "სასცენო" თვალსაზრისით "პროცესი" გადატვირთული არ უნდა იყოს და უნდა წარმოადგენდეს "სასამართლო დარბაზს". უკანა ფონზე უნდა ეკიდოს - ილია ჭავჭავაძის, ივანე ჯავახიშვილის, ნიკო ნიკოლაძის და სხვა "სახელმწიფო კაცების" ფოტოსურათები, რომლებიც წარმოადგენენ რა ისტორიას, "ესწრებიან" პროცესს. განსასჯელთა სკამის წინ, სცენაზე, როგორც ხელისუფლების სახის განსახიერება ხელისუფლების ცნობილი წარმომადგენლების სურათები იდგმება. უკანა პლანზე განთავსებულია ეკრანი ვიდეომასალისთვის. "პროცესი" იხსნება საზოგადოებისთვის პატივცემული პირების (რომლებიც ასევე ნაფიც მსაჯულებადაც მოიაზრებიან), მიერ "იდეის" წარმოდგენით (თეორიული ნაწილის მეორე პუნქტი - იდეა). შემდგომ, იურიდიული ნორმების სრული დაცვით ხორციელდება "პროცესის" გახსნა. აღმასრულებლებს "შემოჰყავთ განსასჯელი" (ანუ შემოაქვთ სურათები და ალაგებენ სცენაზე განსასჯელის სავარძლის წინ). იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება, (როგორც მოსალოდნელია), შეტყობინების მიუხედავად არ გამოგზავნის პროცესზე დამცველს, საზოგადოება შესთავაზებს მას საზოგადოებრივ ადვოკატს. "პროცესი" უნდა იწარმოებოდეს ობიექტურად, საერთაშორისო იურიდიული ნორმების სრული დაცვით. "პროცესზე" განსახილველ საქმეთა სიმრავლის, მრავალფეროვნების და რაც მთავარია სიმძიმის გამო, ყოველდღიურ 2.30სთ. სხდომის პირობებში, პროექტის ხანგრძლივობის მინიმუმი 30 დღეა.  მართებულად მიგვაჩნია, ცალკეული "სასამართლო დღის" ქრონომეტრაჟის შემდეგი სახე: სხდომა (60წთ.) - შესვენება (30წთ.) - სხდომა (60წთ.), სადაც შესვენების 30წუთი,როგორც უკვე აღნიშნული იყო, დაეთმობა საზოგადოების საკითხებს, ხელისუფლების მხარდამჭერების გამოსვლებს,დებატებს,ახალი მასალების ანონსირებას და სხვა,ხოლო  დამსწრე საზოგადოებისა და ტელემაყურებლის  უარყოფითი ფსიქოლოგიური ზაგავლენისაგან დასაცავად,”სასამართლოს” ყოველ დღეს დაასრულებს-”ეროვნული ხელოვნების და კულტურის 30წუთი”, სადაც ცნობილი პოეტიები  წაიკითხავენ პატრიოტულ ლექსებს,  შემოქმედებითი ჯგუფები წარმოადგენენ ეროვნეულ ფოლკლორს  და  ა. შ.  ჩვენი სოციოლოგიური კვლევების შესაბამისად საზოგადოების მოსალოდენელი დაინტერესების და პროექტის რეიტინგის ზრდის შემთხვევაში, "პროცესი" შესაძლებელია გაგრძელდეს და საერთოდაც "გარეთ გამოვიდეს", ანუ გრანდიოზული სახალხო თავყრილობის მაპროვოცირებელ ძალად იქცეს (რუსთაველის გამზ. ან იპოდრომი).

2. სამართალდარღვევათა სავარაუდო თემატიკა:

. სისხლის სამართლის სამართალდარღვევები:
  1. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩადენილი სამართალდარღვევები (დანაშაულებები);
  2. მშვიდობიანი მანიფესტაციების დარბევები;
  3. ციხის "ბუნტების" სისხლიანი ჩახშობები;
  4. უკანონო დაპატიმრებები და პატიმართა წამების ფაქტები;
და ა.შ. . ეკონომიკური სამართალდარღვევები:
  1. სტრატეგიული ობიექტების გასხვისება;
  2. საკუთრების ხელყოფა;
  3. წილების ძალადობრივი გადაფორმებები;
  4. სახელმწიფო საკუთრების მითვისება;
  5. კლანური კორუფციის მფარველობა;
  6. ბიზნეს საქმიანობის ტოტალური კონტროლი;
და ა.შ. . კონსტიტუციური სამართალდარღვევები:
  1. არჩევნების ტოტალური გაყალბება და ხელისუფლების მიტაცება;
  2. საქართველოს ტერიტორიაზე, ოსი ხალხის წინააღმდეგ კონფლიქტის წამოწყება;
  3. ტერიტორიების (აფხაზეთი, ოსეთი) დე-იურე დაკარგვის საშიშროების პროვოცირება;
  4. მეზობელ ქვეყანასთან (რუსეთი) პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვის პროვოცირება;
  5. უცხო ქვეყნებისა და სამხედრო ბლოკების ინტერესებისათვის მუშაობა;
  6. სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივი ხარჯვა;
  7. უკანონო სატელეფონო მოსმენები და სხვა სახის უფლება-თავისუფლებათა შეზღუდვები;
და ა.შ. დ. სხვა სამართალდარღვევები:
  1. განათლების სისტემის მიზანსწრაფული ნგრევა;
  2. მეცნიერების განადგურების მცდელობა;
  3. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა დამოუკიდებლობის ხელყოფა;
  4. ენის სიწმინდის შერყვნა (ენის პალატის გაუქმება);
  5. ეროვნული კულტურის წინააღმდეგ ბრძოლა და "უცხო" კულტურულ ფასეულობათა დანერგვის მცდელობა;
  6. ისტორიული მემკვიდრეობის ხელყოფა;
  7. მოსახლეობის ინტერესების იგნორირება და სიდუხჭირის ზღვრამდე მიყვანა;
  8. სოფლის მოსახლეობის გაღატაკების მცდელობა (სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწების მითვისება);
და ა.შ 3. შეთავაზება საქართველოს საზოგადოებრიობას, პოლიტიკურ პარტიებს, საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს! პოლიტიკური მოძრაობა "თეთრები" და "თავისუფლების და მშვიდობის" ფონდი ითვალისწინებს რა საზოგადოების ბუნებრივ მოთხოვნილებას იცხოვროს რეალურად დემოკრატიულ, სამართლიან ქვეყანაში და თავის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან სრული თანხმობის, ურთიერთპატივისცემის და თანამშრომლობის პირობებში, გთავაზობთ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ამ პროექტში, რადგან ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენ მოვახერხეთ ამოგვეცნო და გაგვეხმოვანებინა სწორედ თქვენი სურვილი. ღრმა პატივისცემით: მერაბ ჯიბლაძე, გივი თალაკვაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, შიო არსენაშვილი და სხვები.
ეს არის ხანგძლივი პროექტი. შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი ნაწილი მთავრდება 2010 წლის მაისში - პოლიტიკური განაჩენის საჯარო გამოცხადებით (რუსთაველის პროსპექტი, იპოდრომი, დინამოს სტადიონი). მეორე ნაწილი ეს არის საქართველოს მოსახლეობის შეერთება პოლიტიკურ განაჩენზე პირადი ხელმოწერით ...



4 ივნისი 2009



.The Initiative, which in the support of the democracy, project implies the legal evaluation of the governmental activities, mainly, the imitation of the judicial process with the participation of legal experts and lawyers is taken into account, during which the prosecutors of the government as well as the side of the defense will be given an opportunity to state their position. We have come up to the decision to invite the international observers in order the project will be carried out objectively. We consider that it is essential to carry out the project through the TV live broadcasting in order to involve and inform the general public. We would like to introduce to you the plot of the project. We are sending you the letter in the hope you will look through it carefully. We are looking forward to your comments, remarks and suggestions concerning the project.

,,The Georgian People judge,,....

(Plot of the Project)
I. The Theory
The supremacy of law in a country is the primary need for Freedom, Peace and consequently for Democracy, which is impossible in case the executive, legislative and judicial branches are not independent in reality and are submitted to a single person (or even to the tribe or a party group).
II. The Conception
In a particular case, authority full of authoritarianism's elements and delinquencies will be taken to the public court, what means that the real committed crimes will be revealed and legal evaluation made, which is of a great importance for the democratic education of the society. The goal of the project is the active involvement of the public in this action and to carry on the idea that people, by themselves are the source of the authority and have absolute right for taking control over their own actions. Hereby, the "process" represents the public message to the authority, which will help the authority in analyzing and correction of the mistakes, in other words, it will help in the reestablishment of the broken connections with the people and the return of the lost trust. The abovementioned public - judicial process should become a precedent of independent and absolutely objective judicial process in Georgia, as well as in the post soviet space, where the society will take on the role of a judge and the professional lawyers will implement the defense and accusation.
III. The Form
The process will be held according to the accepted international legal standards. The ongoing process should be transmitted via television through the live broadcasting. The accusatory chair with the inscription -"the government"- will be free. The judges and the prosecutor's side will be selected based on the qualification and political neutralism; the priority will be given to the government when structuring the side of the defense (positively disposed lawyers in terms of the government) and the well-known and appreciated persons to the public will serve on a jury. Through live broadcasting the "Chief Member of a Jury", people will have the possibility to be involved in the interactive inquiry and answer the question - Do they consider or not "the accused "or the government as a guilty. The Dynamics of the Short Message Service Answers will be reflected on the TV Screens, the monitoring of the public mind will be held and the verdict will be reached by the public itself, why under the conditions of the real democracy exactly it has the right for a last word or drawing a conclusion.

I. Теория

Для установления свободы, мира и демократии в стране первичной необходимостью является верховодство права и законности в нем, что невозможно в случае, когда законодательное судебное и исполнительные ветви власти реально зависят от одной личности (президента) или от клановых и партийных групп.

II. Идея

«Проект» подразумевает выведение предполагаемых правонарушений власти на обозрение и суд народа, т.е. служит выявлению и правовой оценке реально содеянных правонарушений со стороны правительства, который по принципам демократии должен служить народу. Так как народ является источником власти, это дает ему право всестороннего контроля деятельности правительства. Процесс «Народ судит правительство» должен протекать максимально прозрачно и объективно в тех условиях, когда общественность берет на себя роль судьи, обвинительные и защитные действия ведутся профессиональными юристами.

III. Форма

Процесс должен протекать в рамках международных правовых норм, для наблюдения за его объективностью будут приглашены международные наблюдатели из правозащитных организаций и международных судов. Всенародность и прозрачность процесса будет достигнута прямой трансляцией по телеэфиру, интернеттелевидениям, прессой и другими массовыми средствами. Судьи и сторона обвинения будут избираться всенародно по признакам высокой профессиональной квалификации и политической нейтральности. Приоритет комплектации стороны защиты предоставляется правительству, при отказе или игнорировании этого права будет сформирована народная коллегия защитников. Из числа известных и уважаемых членов общества будет сформирован совет присяжных. В условиях прямого телеэфира народ, т.е. главный судья прямо включается в ход процесса с помощью интерактивного голосования, фиксируя свое отношение к виновности власти. Процесс будет длиться 2-3 месяца. Из числа социологов, политологов и психологов будет сформирована народная комиссия, которая будет собирать, обрабатывать и суммировать бюллетени с указанием мнения населения. Деятельность этой комиссии будет вседоступной и прозрачной. Решение суда – народный вердикт, как и итоговый документ счетной комиссии, будет обнародован и ратифицирован в условиях всенародного собрания. Полученный документ в случае обвинительного приговора может стать основой для «Вотума недоверия» правительству и соответствующим ему действиям.

IV. Тематика предположительных правонарушений

А. Конституционные правонарушения:
  1. тотальная фальсификация выборов;
  2. деятельность в интересах иностранных держав и военных блоков;
  3. нецелесообразная растрата государственного бюджета;
  4. игнорирование демократических ценностей и т.д.
Б. Уголовные правонарушения:
  1. разгром мирных манифестаций;
  2. незаконные аресты и факты всеобщего насилия;
  3. кровавые разгромы «тюремных бунтов» и т.д.;
В. Экономические правонарушения:
  1. игнорирование права собственности;
  2. присвоение и незаконная растрата государственной собственности;
  3. поддержка клановой и партийной коррупции и т.д.
Г. Другие правонарушения:
  1. целенаправленное разрушение системы просвещения;
  2. разрушение научно-технической базы государства;
  3. игнорирование потребностей населения и тотальная безработица и т.д.

V. Формирование финансовой базы

Д. Финансовая база для проекта будет сформирована с помощью:
  1. пожертвований участвующих организаций;
  2. поддерживающих проект спонсорских организаций;
  3. общественного пожертвования и т.д.
p align="center"ol

No comments:

Post a Comment