ავტობიოგრაფია
მშობლები : მამა- გივი პოლიკარპეს ძე შაშიაშვილი დედა - შუშანა ივანეს ასული სალდაძე
1967 წელს წარჩინებით დავამთავრე ქუთაისის 27-ე საშუალო სკოლა, შემდგომ პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სანქტ-პეტერბურგის უმაღლესი პოლიტიკური სასწავლებელი.
შრომითი საქმიანობა დავიწყე 1967 წელს ქუთაისის გალაქტიონ ტაბიძის სახელობის სტამბაში. მაქვს საწარმოო საქმიანობის ხუთი წლის სტაჟი. პროფესიით ვარ პოლიტოლოგი, ინჟინერი, ეკონომისტი.
1996 წლიდან ვარ გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1970 წლიდან ვიმყოფები სხვადასხვა არჩევით თანამდებობებზე.
1974 წელს ჟიული შარტავას რეკომენდაციით დავინიშნე კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილედ. 1978 წელს მისივე რეკომენდაციით ამირჩიეს ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელად. ვიყავი ქუთაისის მოსახლეობის მიერ არჩეული პარტიული ლიდერი, საქალაქო საბჭოს თავმ ჯდომარე.
1990 წელს ამირჩიეს პირველი დემოკრატიული და 1992 წელს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის წევრად ქუთაისიდან. ვიყავი სახელმწიფო საბჭოს წევრი. მეამაყება, რომ ჩემი ხელმოწერა არის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე, რომელიც მიღებულ იქნა 1991 წლის 9 აპრილს.
1992 წელს ვმუშაობდი მეცნიერ-მუშაკად საქართველოს დემოკრატიული აღმშენებლობისა და პოლიტოლოგიის ინსტიტუტში. 1993-96 წლებში ვიყავი ქუთაისის პირველი მერი, ხოლო 1995-2003 წლებში იმერეთის პირველი გუბერნატორი. ჩემი ქალაქის მერად ყოფნის დროს, იუნესკოს გადაწყვეტილებით ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი აღიარებულ იქნა მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებად.
ქუთაისის მერად ჩემი ყოფნის პერიოდში ქუთაისი დამეგობრდა დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, საბერძნეთის, ესპანეთის, აზერბაიჯანის, ლიტვის, სომხეთის ქალაქებთან ხოლო 1996 წლის მაისში, პარიზში, სადაც აღინიშნებოდა ქუთაისის დღეები იუნესკოს ეგიდით, გახდა დაძმობილებულ ქალაქთა მსოფლიო ასოციაციის წევრი.
ჩემი იმერეთის გუბერნატორობის პერიოდში, 1998 წელს ქუთაისი გახდა ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრი, ხოლო პირადად მე 2000 წელს ნეაპოლში (იტალია) ამირჩიეს ევროპის რეგიონთა ასამბლეის ბიუროს წევრად.
მიღებული მაქვს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი ჯილდოები, დაჯილდოებული ვარ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით, ალბერტ შვაიცერის საერთაშორისო დიპლომით. ვარ საქართველოში არისტოტელეს დღეების ჩატარების ინიციატორი, მიღებული მაქვს სპეციალური დიპლომი. მეამაყება, რომ ვარ საჩხერისა და ჭიათურის საპატიო მოქალაქე, აშშ-ს ქალაქების-კოლუმბიისა და ინდიანაპოლისის საპატიო მოქალაქე,
ვარ 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორი. გამოცემული მაქვს საავტორო ნაშრომები ათამდე ბროშურის სახით, დავასახელებ რამდენიმეს:
1997 წელი- ,,საქართველოში მართვის სისტემაა კორუმპირებული“
1999 წელი -,, აზროვნების სიძნელე ანუ საქართველოში სიკეთე გათითოკაცებულია და კუჭი იმარჯვებს გონებაზე“
2001 წელი - ,,საქართველოში კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება“
2007 წელი - ,,საქართველოში პოლიტიკური პროცესი მოკვდა, რა გველის -ფაშიზმი თუ რევოლუცია?
“ 1992 წელს რამდენიმე პოლიტიკოსთან ერთად დავაფუძნე მოძრაობა ,,დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველო“, რომელიც ორი წლის განმავლობაში ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ძალა იყო.
ვმონაწილეობდი 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
2004 წელს თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნე „დემოკრატიის ცენტრი“, „თავისუფალი აზრის დარბაზი“, ხოლო 2005 წელს - საზოგადოებრივი მოძრაობა ,,წინ საქართველო!“.
2009 წლის აპრილში თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნე ახალი პოლიტიკური ძალა “თეთრი მოძრაობა- “თეთრები”, რომელიც 2012 წლის 7 ივლისის პარტიის კონგრესზე ჩამოყალიბდა პარტია „თეთრებად“. ამჟამად არჩეული ვარ პარტიის თავმჯდომარედ.
ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად შევქმენით პროგრამული დოკუმენტი სამ ნაწილად. პირველი ნაწილი - „საქართველო დღეს“ (მდგომარეობის სრული ანალიზი) მეორე ნაწილი - საქართველოს პოტენციალი“ (როგორც ადამიანური, ინტელექტუალური, ბუნებრივი, გეორგაფიული) მესამე ნაწილი - „საქართველო ხვალ“ ანუ რისი გაკეთება შეიძლება ამ მდგომარეობისა და ამ პოტენციალის ქვეყანაში
მყავს მეუღლე- დეა მჭედლიშვილი, ფილოლოგი, ინგლისური და რუსული ენების სპეციალისტი
მყავს სამი შვილი: ნესტანი, ნინო და გიორგი შაშიაშვილები. სიძე მურმან ჩხენკელი .
ნესტანმა და მურმანმა უცხოეთში დაამთავრეს დიპლომატიური აკადემია. ნინომ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საფინანსო - ეკონომიკური მიმართულებით გიორგი - თბილისის პირველი საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა
თეიმურაზ შაშიაშვილი
,,... მე დიდი წარსული წარსულის, მძიმე დღევანდელობის, მაგრამ კიდევ უფრო დიდი მომავლის ქვეყნიდან ვარ! შინაგანი რწმენიდან გამომდინარე, იმედით წარმოვთქვამ ამ სიტყვებს საქართველოშიც და საზღვარგარეთაც".
ცივილიზებულ სამყაროში ყოფნას ყოველი სახელმწიფოსათვის, ყოველი ერისა და ხალხისათვის სამი საყრდენი აქვს: ისტორიული ფესვი, ინტელექტი და ბიზნესი. მსოფლიოს ინტელექტი და ბიზნესი აერთიანებს, დემოკრატიულ ქვეყანას ისტორიული ფესვები აძლიერებს..
ფული გაუნათლებელ ხელში დამანგრეველია ქვეყნისთვის, ხრწნის ერს და ხალხს. ფულს მხოლოდ წესიერი, დემოკრატიული ბუნების, ეროვნული ცნობიერების განათლებულ ადამიანთა ხელში აქვს აღმშენებლობის ძალა.
ქვეყანა კრიზისიდან გამოვა, როცა ხალხი გააცნობიერებს, რომ ჯანსაღი სახელისუფლებო სისტემის შექმნა მხოლოდ პროფესიონალებს და წესიერ ადამიანებს შეუძლიათ, სხვა შემთხვევაში სისტემა ავადმყოფია. როცა ხალხი გააცნობიერებს, რომ ხელისუფლებაა მისი მსახურია და არა პირიქით...როცა ხალხი ემოციით კი არა გონებით აირჩევს მთავრობას...
ბედნიერება ბრძოლაა, ოფლის ღვრაა, თავგანწირვაა, შეუძლებელის შეძლებაა შენი ქვეყნისათვის და ხალხისათვის. ადამიანი თავისუფლებისათვის გააჩინა ღმერთმა, როგორც უილიამ ფოლკმნერი ამბობს, ,,ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში~. ქვეყანას, რომელსაც დღეს ჰყავს ანა კალანდაძე, მუხრან მაჭავარიანი, ჭაბუა ამირეჯიბი, რეზო ჭეიშვილი, გურამ დოჩანაშვილი, ძმები ჭილაძეები, ოტია იოსელიანი და კიდევ რამდენი კორიფე - წინ დიდი მომავალი აქვს."
ცხოვრებისეული პრინციპი:
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი..
ვინც კარგ დროს ელოდება, ცუდს ახანგრძლივებს...
უმჯობესია, რამდენიმე პროგრესული და წესიერი კაცი გიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ბრმას გიკრავდნენ ტაშს.
ჰობი - ბუნებაში ყოფნა, ფილოსოფია. სპორტი - ყოფილი ფეხბურთელი, წარმატებული ჩოგბურთელი, შეყვარებული ჭადრაკზე.
Теймураз Шашиашвили Теймураз Шашиашвили – политолог, инженер, экономист, академик Гелатской академии наук, родился 20 июня 1951 года, в г. Кутаиси. С отличием окончил 27 среднюю школу г. Кутаиси, политехнический институт, Высшее политическое учебное заведение Санкт-Петербурга. Трудовую деятельность начал в Кутаиси, в типографии им. Галактиона Табидзе. Имеет пятилетний производственный стаж.
С 1970 года на различных выборных должностях. В 1974 году по рекомендации Жиули Шартава был назначен заместителем начальника отдела Центрального комитета комсомола. В 1978 году по его же рекомендации был избран руководителем молодежной организации г. Кутаиси. Населением Кутаиси был избран партийным лидером, председателем городского совета. В 1990 году был избран от Кутаиси в первый демократический парламент, а в 1992 году членом парламента первого созыва независимой Грузии. Был членом Государственного совета, его подпись есть на Акте независимости Грузии, который был принят 9 апреля 1991 года. В 1992 году работал в институте демократического строительства Грузии и политологии. Был первым мэром Кутаиси (1993-1996 гг.) и первым губернатором Имерети (1995-2003 гг.). В бытность его мэром по решению ЮНЕСКО храм Баграта и монастырь Гелати были внесены в список памятников мирового культурного наследия. В бытность его мэром, г. Кутаиси стал побратимом городов Великобритании, Соединенных Штатов Америки, Греции, Испании, Азербайджана, Армении и Литвы, а в мае 1996 года в Париже, во время дней Кутаиси под эгидой ЮНЕСКО, город стал членом Всемирной ассоциации городов-побратимов. В период его губернаторства, в 1998 году, Кутаиси стал членом Ассамблеи регионов Европы, а в 2000 году в Неаполе (Италия) его персонально избрали членом бюро Ассамблеи регионов Европы. Он имеет высшие медали грузинской православной церкви, награжден орденом Вахтанга Горгасали первой степени, международным дипломом Альберта Швейцера, является почетным гражданином городов США – Колумбии и Индианополиса. Является автором свыше 40 научных работ и статей. В 1992 году совместно с несколькими политиками основал движение «Независимая, демократическая Грузия», которое в течение двух лет являлось основной политической силой страны. В 2004 году вместе с единомышленниками основал общественное движение «Вперед, Грузия», а в апреле 2009 года новую политическую силу «Белое движение» (Белые). Принимал участие в президентских выборах 2004 года. Имеет жену и троих детей. «… Я из страны с великим прошлым, трудным настояшим, но еще более великого будущего! Исходя из внутреннего убеждения, с надеждой высказываю эти слова и в Грузии, и за рубежом». В цивилизованном мире любое государство, любая нация и народ имеет три опоры: исторические корни, интеллект и бизнес. Мир объединяет интеллект и бизнес, а демократическую страну укрепляют исторические корни. Деньги в руках необразованных разрушительны для страны, развращают нацию и народ, а в руках порядочных и образованных людей с демократической сутью и национальным самосознанием имеют силу созидания. Страна выйдет из кризиса, когда народ осознает, что создать здоровую государственную систему могут только профессионалы и порядочные люди, иначе система будет больной. Когда народ осознает, что власти служат ей, а не наоборот… Когда народ изберет правительство разумом, а не на эмоциях. Счастье это борьба, пролитие пота, самотверженность, осуществление невозможного ради своей страны и народа. Бог произвел людей для свободы, и как говорит Уильям Фолкнер, «Человек свободен в пределах своей ответственности». Страна, у которой сегодня есть Анна Каландадзе, Мухран Мачавариани, Чабуа Амирэджиби, братья Чиладзе, Отиа Иоселиани и многие другие корифеи, впереди ожидает великое будущее. Жизненный принцип: Борьба всегда имеет смысл. Кто ожидает хороших времен, продлевает плохое… Лучше, чтобы тебя поддерживали несколько прогрессивных и порядочных людей, чем тысячи слепо аплодирующих. Хобби – нахождение на природе, философия. Спорт – бывший футболист, успешный теннисист, влюбленный в шахматы.
No comments:
Post a Comment