Dec 14, 2012

კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია ასე ცხოვრება აღარ შეიძლება





სისტემაა კორუმპირებული

 - კორუმპირებულია ის სისტემა, სადაც სისხლის სამართლის კანონმდებლობა იმდენად ლიბერალურია, რომ ქურდის და კრიმინალის დაჭერა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.საფინანსო-ეკონომიკური,საგადასახადო სისტემა იმდენად დრაკონულია,რომ შეუძლებელია წესიერად მეწარმოება.
დანაშაულებრივმა საგადასახადო კოდექსმა მოკლა ეკონომიკა, მოგვიტანა სრული უმუშევრობა. ხელისუფლების კრიმინალიზაციამ გონბისთვისმიუწვდომელ მასშტაბებს მიაღწია. ეჭვის ქვეშ დგება ქვეყნის დამოუკიდებლობისა და საერთოდ სახელმწიფოებრიობის საკითხი.

- შეურაცხოფილია პატიოსნება. ძლიერდება წესიერი კაცისადმი სიძულვილი.

- დღევანდელ საქართველოში ძალიან ძლიერი უნდა იყო, წესიერება რომ შეინარჩუნო.ძალა არ სჭირდება გამდიდრებას. >

ხარ გაუნათლებელი, არ გაქვს სინდისი, გაწყვეტილი გაქვს შუბლის ძარღვი, ხარ ურწმუნო და სიძულვილით სავსე, ანტიქართველი და ხალხს განიხილავ, როგორც ბრბოს, რომელიც შეგიძლია ფულით იყიდო და მართო - ხარ მდიდარი.

ღარიბი რომ გახდე - განათლება უნდა მიიღო, წიგნიერი უნდა იყო, სინდისი უნდა გქონდეს, შუბლის ძარღვი გაწყვეტილი არ უნდა გქონდეს, უნდა ცხოვრობდე რწმენით და სიყვარულით, ხალხი უნდა გიყვარდეს და ხალხის ცხოვრებით ცხოვრობდე.

მდიდარ-ღარიბის  ასეთი გაუკუღმართებული თანაარსებობა მწარე სიმართლეა!

ნამდვილ ქართველს წინაპართა პატივისმცემელს, ქრისტიანს, მართლმადიდებელს ასეთ სიმდიდრეს სიღარიბე ურჩევნია.

სწორედ ეს ხალხი ამბობს, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება და სწორედ ამ ხალხს უნდა მოუსმინოს ხელისუფლებამ!

სად არის გამოსავალი?

იქნებ გამოსავალი ნიჭის ძალაუფლებაში, რწმენით და სიყვარულით ცხოვრებაში, აზროვნების სიძნელის დაძლევაში, ძლიერის, ზნეობრივის მხარდაჭერაში, ახალ ეკონომიკურ აზროვნებაში, რისკიან და გაბედულ ნაბიჯებშია.

საქართველოს რეგიონები ძლიერი სახელმწიფოსათვისმოძრაობაშია და არა კუთხურობაში.

სად არის გამოსავალი?

სხვაზე კი არა საკუთარ თავზე მორევაშია.

ვიფიქროთ...

მართლაც, რომ დიდი დაფიქრების დროა ჭეშმარიტო მამულიშვილებისათვის.

თქვენს წინ იმერეთის ერთი გამოცდილება, უფრო სწორად, მცდელობაა. ყველას შეგიძლიათ შეაფასოთ  როგორი გამგებელი, მერი, რწმუნებული და საერთოდ  ხელისუფალი გყავთ.ხელისუფლების ლანძღვა-გინება და ოპოზიციაში ყოფნა ადვილია , მაგრამ გამოსავალი არ არის ლანძღვაში, დაპირისპირებაში, მით უფრო ოპოზიციონერობაში - გამოსავალი შინ პატიოსნებაში, სწორ არჩევანსა და გადაწყვეტილებაში, ხელებდაკაპიწებულ შრომაშია,

ეს მომართვა თქვენდამი დიდი პატივისცემის გამოხატულებაა. იმის დიდი სურვილია, რომ გაიზარდოს  ხალხის გავლენა ხელსუფლებაზე.ეს მაშინ  არის ადვილი, როცა იცი, კონკრეტულად რას უნდა აკეთებდეს ხელისუფალი და იცი შეფასების კრიტერიუმებიც.


ეს მიმართვა არის მცდელობა ძლიერი ნაბიჯის გადადგმისა სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების თვალსაზრისით.


ნუ ვიქნებით გულგრილნი, ნურც სკეპტიკოსებიერთიანობა გაგვაძლებინებს.
უგულონი და ორგულნი ვერ შექმნიან ქვეყანას - ქვეყნის შენება  ერთგულთ ხელეწიფებათ!

ქართველი კაცი თავისი არსებით ერთგულია. მე მწამს თქვენი ერთგულების!

მწამს, რომ ჩვენ დიდი მომავლის ქვეყიდან ვართ!

ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველო არა თუ ერთიანი - ძლიერი სახელმწიფოც იქნება!

მჯერა, რომ საქართველოს რეგიონები კი არ უნდა ასუსტებდნენ, არამედ აძლიერებდნენ სახელმწიფოს.

მეამაყება, რომ იმერეთში კუთხურობაკი არა, საქვეყნო განწყობაა!

ანტიკორუფციულ ღონისძიებათა საფინანსო-საბიუჯეტო ბერკეტების შესახებ

იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო  რწმუნებულის, თეიმურაზ შაშიაშვილის 2002 წლის 28 ივნისის მიმართვა იმერეთის მხარის ტერიტორიულ ერთეულთა საკრებულოს წევრებს, სოფლებისა და რაიონების გამგებლებს  მერიის გამგეობის წევრებს

ბატონებო,

ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის დაძლევა რეალური, გააზრებული და გონიერი ნაბიჯების გადადგმას, პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების სწორედ წარმართვის აუცილებლობას მოითხოვს. განხილვის, განსჯისა და მოქმედებაში მოყვანისათვის გთავაზობთ ზოგიერთ მოსაზრებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საფინანსო-საბიუჯეტო ბერკეტების შესახებ.

ჩვენ ამ საკითხზე დიდი ხანია ვმუშაობთ და მხარის ძირითადი სამოქმედო პროგრამა - №1 განკარგულება, სწორედ ამ პრინციპს შეიცავს, სამწუხაროდ, მათ ვერ მიიღეს სათანადო სამთავრობო მხარდაჭერა.

ამ მიმართულებით, უმნიშვნელოვანესია 2002 წლის  ბიუჯეტის  ფორმირება, სახელისუფლებო რგოლების სერიოზული რეფორმის პროცესი მხარის ქალაქებსა და რაიონებში, ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების  კოორდინირებული ურთიერთობა. ჩვენი პოზიცია საბიუჯეტო მოწყობის მთელ რიგ კარდინალურ საკითხებზე, ჩამოყალიბდა 2001 წლის 19 ოქტომბერს , საქართველოს პრეზიდენტის იმერეთში ვიზიტის შემაჯამებელ სხდომაზე წარმოთქმულ მოხსენებაში; 19 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას, ასევე, პრეზიდენტისადმი გაგზავნილ რამდენიმე წერილში.

კვლავ მივიჩნევთ, რომ დაბალი ბიუჯეტი კორუფციის წახალისება, ცოტა ფულის ბევრზე განაწილების ბიუჯეტი - კორუფციაა. შესაბამისი პროგრამების მიხედვით შემუშავებული მაღალი ბიუჯეტი მეწარმეობის მხარდამჭერ და ტერიტორიული ერთეულის, რეგიონის განვითარების მთავარ საფინანსო გეგმად უნდა იქცეს. ამასთან, მერიამ, გამგეობამ განსაკუთერბული ზომები უნდა მიიღონ ქალაქში, რაიონში სტაბილური მდგომარეობისა და ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესაქმნელად. სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში, ტერიტორიულ ერთეულებში დაბალ ბიუჯეტზე, ხელფასების ბიუჯეტზე არიან ორიენტირებულნი. გამგებლები და მერები ნაკლებად იზიარებენ  მაღალი ბიუჯეტის  აუცილებლობას, რაც, არცთუ იშვიათად , სხვადასხვა სამინისტროებთან და უწყებებთან დაბალი პარამეტრების შეთანხმებით გამოიხატება. სამწუხაროდ, ჩვენი პროგრესული პოზიცია არაერთხელ გაიცვალა საკითხებისადმი ზემდგომი ორგანოების რეგრესულ მიდგომაზე, ამიტომ მიგვაჩნია, რომ გაუგებრობებისა და უპასუხისმგებლობის ეტაპი უნდა დასრულდეს.

რეალურად, მაღალი ბიუჯეტის მიღებისა და შესრულებისათვის, კოლოსალური რეზერვები არსებობს ქვეყანაში, რეგიონში, თითოეულ ტერიტორიულ ერთეულში.

ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში კონტროლის გაძლიერებამ, რასაც ხელი შეუწყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევამ, კორუფციისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის ვექტორი შემოსავლიანობისაკენ გადაიტანა.

ბიუჯეტის შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს არა მხოლოდ მერმა, გამგებელმა, არამედ ყველა  სახელისუფლებო რგოლმა, პოლიციის, პროკურატურის,  უშიშროების ორგანოებმა, ამიტომ ჩვენ, მომხრე ვართ სისტემისა, რომელშიც სერიოზული პროგრამით განსაზღვრული მაღალი ბიუჯეტიც ცალსახად დაუკავშირდება თანამდებობრივ პასუხისმგებლობას.

დოკუმენტს, რომელსაც წარმოგიდგენთ, შემადგენელი ნაწილია წლის მთავარი საპროგრამო დოკუმენტისა, რომელსაც სამხარეო სათათბიროს წევრთა მონაწილეობით მივიღებთ. იგი ბოლო 3-4 წლის ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომლის ძირითადი პრინციპებიც  მეცნიერთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა მხარდაჭერით , საერთო ძალისხმევით იქნა მიღებული.

მიმდინარე წელი განსაკუთრებულია იმითაც, რომ ჩვენ გადავდივართ თანამშრომლობის პროგრამულ პრინციპებზე. იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის  2001 წლის 19 ოქტომბრის ვიზიტის შემდეგ  უდიდესი დატვირთვა შეიძინა ყველა ტერიტორიული ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარესთან და გამგებელთან (მერებთან) შეხვედრამ, სადაც კიდევ ერთხელ დავთათბირდით და შევჯერდით სადღეისო აქტუალურ პრობლემებზე.

საქართველოს პრეზიდენტის ზემოთ აღნიშნული ვიზიტი, უმნიშვნელოვანესი იყო  იმერეთისათვის, 19 ოქტომბრის ვიზიტს, შეიძლება ითქვას, პროგრამულ გადაწყვეტილებათა მიღება მოყვარაც დაადასტურა კიდეც საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 14 იანვრის მორიგმა სტუმრობამ და შესაბამისმა სპეციალურმა განკარგულებამ (#37, 14.01.02) რომელმაც საშუალება მოგვცა დაგვეწყო სისტემურ ცვლილებებზე ორიენტირებული სახელისუფლებო რგოლების სერიოზული  რეფორმა.

ჩვენი ხაზგასმა იმის შესახებ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები არ მისცემდნენ საქართველოს პრეზიდენტს საკუთარი პროგრამის განხორციელების საშუალებას, კიდევ ერთხელ დაადასტურა 2001 წლის ბოლოს, ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა. ამან კიდევ უფრო გააჭიანურა იმერეთის მიმართ სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღების პროცედურა და პრეზიდენტის მხარდაჭერა.

ჩვენ ვქმნით სისტემას, რომლის მიხედვითაც ქალაქის მერის, რაიონის გამგებლების საკრებულოების, მერების, გამგეობების შეფასების მთავარი კრიტერიუმები იქნება:

- შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმების დონე;

- მოსახლეობის სოციალური დაცვა და გადახდისუნარიანობის ზრდა;

- განათლების პრიორიტეტულობა;

- წესრიგი, მოსახლეობის დაცულობა;

- სამოქალაქო საზოგადოების პროგრამა და მისი განხორციელების მასშტაბები;

- კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა ყველა სფეროში - იქნება ეს მეწარმეობა, განათლება, კულტურა, მომსახურების, სოციალური ინფრასტრუქტურის დარგები.

მივიჩნევთ, რომ იმ ქალაქსა და რაიონშია სერიოზული ხელმძღვანელობა, სადაც ბავშვთა პრიორიტეტი, მადლიერების განწყობაა  უფროსი თაობისადმი; ცხოვრების პირობები ექმნება შრომისუუნაროს; აფასებენ, ორიენტირებულნი არიან ძლიერზე, ნიჭიერზე, მოაზროვნეზე, მეცნიერული მიმართულების პიროვნებაზე.

რეალურ ეტაპზე, უმთავრეს ამოცანად უნდა იქცეს მართვის დეცენტრალიზაციის  პროცესი. სახელმწიფო ნაკლებად უნდა ჩაერთოს იმ რგოლების საქმიანობაში, რომელთა ფუნქციონირება გაცილებით ეფექტური იქნება არა ადმინისტრირებით არამედ, რეალური ბიზნეს-გარემოს შექმნით, მეწარმეობის ხელშეწყობით, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოციალურ ფონს, მეცნიერულ დონეზე შემუშავებული რეგიონული პროტექციონიზმი გაცილებით მეტი დადებითი შედეგის მომტანი იქნება  ქვეყნისა და ცალკეული ტერიტორიული ერთეულებისთვის.

უაღრესად მნიშვნელოვანია მართვაში მეცნიერული პრინციპების რეალური დამკვიდრება, რეგიონში არსებულ სამეცნიერო პოტენციალზე ორიენტაცია, მეცნიერთა და სწავლულ ექსპერტთა მოსაზრებების  გათვალისწინებათა, საპროგრამო წინადადებათა ექსპერტიზისა და განხილვის, მმართველობით პროცესებში მეცნიერებათა ფართო ჩაბმის მიზნით მოქმედებს რეგიონში სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭო.

ჩვენ ვთვლით, რომ:
1. აღრიცხვა არის პირველი პირის მოწესრიგებულობის, წესიერების მაჩვენებელი. ანალიზი ადასტურებს, რომ იმერეთი, ამ კუთხით, პირველ ადგილზეა, მაგრამ აღრიცხულია მხოლოდ 40%, მაქსიმუმ, 50%. კარგი მუშაობის პირობებში, მისი გაორმაგება შეიძლება, მაგრამ, 50 პროცენტით ზრდა აუცილებელ პირობად უნდა იქნას მიღებული.

2. საშემოსავლო გადასახადის დონე და სოციალური შემონატანები - ეს არის ქალაქსა და რაიონში სოციალური მდგომარეობის დონის, ახალი სამუშაო ადგილების და ლეგალიზაციის ერთ-ერთი მაჩვენებელი;

ექსპერტთა დასკვნით, რეალურია საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური 2%-იანი ზრდა , იმ ანგარიშით, რომ რეგიონის თითოეულ მცხოვრებზე, საშუალოდთვეში საშემოსავლო გადასახადის ქვედა ზღვარმა 102 თეთრს გადააჭარბოს, ხოლო სოციალური გადასახადი 2-ჯერ აღემატებოდეს საშემოსავლოს.

3. მოგება, როგორც კორუფციის დონის მაჩვენებელი.

საქართველოში იურიდიულ და ფიზიკურ პირთა  90% ზე მეტს არ აქვს მოგება, უფრო სწორედ, არ აჩვენებს, მალავს მას. ეს არის სრული კორუფცია. იმერეთში რეალურად ვთვლით მოგების მაჩვენებლის 15-20% ზრდას საბაზისოსთან შედარებით. ქალაქისა და რაიონის წესიერ ხელმძღვანელობას - 50%-ით, ხოლო წესიერ და ძლიერ ხელმძღვანელობას გაორმაგება შეუძლია.

4. ექსპორტი, როგორც კონკურენტუუნარობის, საგარეო ბაზარზე ორიენტაციის მაჩვენებელი.

იგი მოითხოვს სუსტი, არასრულყოფილი მენეჯმენტის დაძლევას, ყოველი ტერიტორიული ერთეულისათვის ექსპორტზე ორიენტაციას იმ ანგარიშით, რომ რეგიონის ექსპორტმა შეადგინოს გადატვირთული პროდუქციის არანაკლებ 35%.

სამწუხაროდ, ტერიტორიულ ერთეულებში სააღრიცხვო სფეროს მოშლა, ფისკალურ და სააღრიცხვო სისტემებს შორის არსებული დისჰარმონია, ადექვატურ ეფექტს გვაძლევს  ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილებში. იგნორირებულია აღრიცხვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის - სალარო აპარატების ფუნქციონირება, სტატისტიკურ და საბიუჯეტო პარამეტრებს შორის, არათუ კანონმდებლობით გათვალისწინებული, არამედ ლოგიკური კავშირიც  არ არსებობს.

ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი დაუტვირთავი საბიუჯეტო რესურსები არსებობს თითქმის ყველა დარგში, განსაკუთრებით კი, პურის ცხობაში, ტრანსპორტში, საზკვებაში, საწვავის რეალიზაციაში, მსხვილ ქალაქებში კი - მომსახურების სფეროსი. შეიძლება ითქვას, რომ ამ დარგებში, რესპუბლიკის მასშტაბით, რეგიონში მიღწეული ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლის მიუხედავად, 50-60% ფისკალური ადმინისტრირების მიღმა არის  დარჩენილი. ამას ისიც ცხადყოფს, რომ ამ დარგებში საბიუჯეტო კოეფიციენტები ძალზე  დაბალია და 6-10% ფარგლებში მერყეობს.

ამრიგად, ზემოთ აღნიშნულ და სხვა  სფეროებში საბიუჯეტო რესურსების  სრული ათვისება მოგებისა და საშემოსავლო გადასახადთა წლის მთავარი საპროგრამო დოკუმენტით გათვალისწინებული ზრდა, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნით და  არსებულის ლეგალიზაციით არის შესაძლებელი, ამასთან, საერთაშორისო საფინანსო ფონდების მოზიდვა და ვადაგადაცილებული დავალიანებების  შემცირება, ადეკვატურ დადებით ეფექტს მოგვცემს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში.

ჩვენ ვთვლით, რომ:

- ქალაქში, რაიონში, დიდი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს სამოქალაქო ინიციატივების ინსტიტუტებს;

- სახელისუფლო რგოლებში უნდა  ინიშნებოდნენ მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი , განათლებული და პრაქტიკული გამოცდილების მქონე ადამიანები.

- განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმედ უნდა იყოს ქცეული სასოფლო და სათემო საკრებულოებისათვის გამორჩეული ავტორიტეტის და მოქმედების პირობების შექმნა;

- ქალაქს, რაიონს ჰქონდეს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ასევე დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესების, ფინანსურად  განმტკიცებული პროგრამა, რომელთა საფუძველი უნდა იყოს ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, განათლების, კულტურის სპორტის, მედიცინის გაძლიერება, სოციალური ინფრასტრუქტურის სრულყოფა, განსაკუთრებული ახალგაზრდული პოლიტიკა;

- სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს კულტურული ძეგლების დაცვას, მათი მოვლა-პატრონობის დაფინანსებას, რაც თითოეულ ტერიტორიულ ერთეულში გამგებლის პირადი პასუხისმგებლობით უნდა წარიმართოს.

სამწუხაროდ, ვერ გაცნობიერდა, რომ ქვეყნის გადარჩენის ხაზი ეკონომიკაზე, ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობაზე გადის. რეალურად მხოლოდ იქ არის ხელისუფლებამ, სადაც ვითარდება მეწარმეობა, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და პირობები კონკურენტუნარიანი გარემოს ფორმირებისათვის.

ვაძლიერებთ რა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების  პრიორიტეტულობას, მივიჩნევთ, იმერეთის საერთაშორისო ურთიერთობების  საბჭოსთან, ტერიტორიული ერთეულების  ქმედითუნარიანობის ამაღლების აუცილებლობას, რითაც საფუძველი უნდა შეიქმნას იმერეთის პოტენციალისა და შესაძლებლობების წარსადგენად საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით.

განსაკუთრებულია რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღების კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა. უნიკალურად მუშაობს რეგიონში გაეროს სოციალური ინვესტიციების ფონდისქეარი“-ამქორი“ -სდა სხვა ორგანიზაციების პროგრამები. დასრულდებატასისი“- ეგიდით მიმდინარერეგიონალურ და ადგილობრივი მმართველობის განვითარების პროგრამა“.

საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და საფინანსო ინსტიტუტებიდან საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებთან, სამთავრობო სტრუქტურებთანსამეცნიერო  დაწესებულებებთან, საქართველოს პარლამენტის ურთიერთობების გაძლიერების კოორდინირების და კონსტრუქციული თანამშრომლობის მიზნით, ვქმნით თბილისის წარმომადგენლობას.

ჩვენ ვთვლით, რომ:

- ქალაქის, რაიონის სამრეწველო პროდუქცია საპროგრამო წელს უნდა აჭარბებდეს უკანასკნელი 8 წლის, ყოველი წლის თვის საუკეთესო მაჩვენებელთა საშუალოს;

- ბიუჯეტი  უნდა აჭარბებდეს 1993 წლის  შემდგომი წლების მყარ ვალუტაში განსაზღვრულ ყველაზე საუკეთესო რეალურ მაჩვენებლებს (ნულოვანი პრივატიზების თანხების გამორიცხვით);

- მმართველობით აპარატებში, შრომის მინიმალური ანაზღაურება, პრემიების ჩათვლით, 100 ლარით უნდა განისაზღვროს და ქალაქის , რაიონის ბიუჯეტში მმართველობითი ორგანოების შენახვისათვის დახარჯული თანხების პროცენტი არათუ უნდა გაიზარდოს, არამედ მეორე კვარტალიდან წლის ბოლომდე ყოველკვარტალურად, ერთი პროცენტით უნდა შემცირდეს (ასეთი ანალიზი საპროგრამო მაჩვენებლებისა, თითოეულ მათგანს გააჩნია)

ბიუჯეტში ასახვა უნდა ჰპოვოს განვითარების ბიუჯეტის ელემენტებმა და მას, სასურველია, არ გააჩნდეს მხოლოდ სოციალური დატვირთვა. რა გამგეობაა, ან, საკრებულოა, რომელიც არ მუშაობს იმერეთში არსებულ უდიდეს სამეცნიერო პოტენციალთან, სამეცნიერო დაწესებულებებთან, არ აქვს ინტენსიური ურთიერთობა რეგიონის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოსთან, არ ცდილობს შექმნას ტერიტორიულ ერთეულების მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების , გადამხდელუნარიანობის ამაღლების , სოციალურ ეკონომიკურ პრობლემებზე ახალგაზრდების ზეგავლენის გაძლიერების პროგრამები.

სწორედ ასეთ პრინციპებზე დაყრდნობით შედგენილ ბიუჯეტს, რომლის საპროგრამო ნაწილი 15-20% -ით აღემატება ხარჯვითს, შეუძლია შეამციროს კორუფციის მასშტაბები., შექმნას სამუშაო ადგილებიხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას, შეცვალოს ქალაქებისა და რაიონების იერსახეგააძლიეროს კეთილმოწყობითი სამუშაოები, მინიმუმ 50%-ით  გაზარდოს საბიუჯეტო მუშაკთა შრომის ანაზღაურება, მინიმალური  ანაზღაურების ზღვრად  ქალაქში, რაიონში აქციოს 60 ლარი. არც იმის  პრობლემაა, რომ კარგი ხელმძღვანელობის პირობებში - მერის, გამგებლის და საკრებულოს კონსტრუქციული თანამშრომლობით (და არა დაპირისპირებით) ხელფასები განათლებაში, სხვა საბიუჯეტო სფეროში, 2-ჯერ და მეტად გაიზარდოს.

მოთხოვნები, რომელთაც ვაყალიბებთ უმძიმესია შესასრულებლად და არნახულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ამგვარი პროგრამული მიდგომები და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში ძირითადი საორიენტაციო პარამეტრების წარმოდგენა, დიდ პასუხისმგებლობას გვანიჭებს ჩვენც და რწმუნებულის აპარატის თითოეულ მუშაკსაც. ამიტომ, მიმდინარე წელს, ვცვლით აპარატის სტრუქტურას და სრულიად გადავდივართ პროგრამულ მართვაზე.

ამასთან, სახელისუფლებო სტრუქტურებში, სამეცნიერო პოტენციალის ფართოდ ჩაბმის პარალელურად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, შეიქმნას მეცნიერების ექსპერტების, რწმუნებულის აპარატის მუშაკებისაგან ტერიტორიული  ერთეულებისა და დარგობრივი  პრინციპების მიხედვით დაკომპლექტებული საბჭოები.

მივიჩნევთ, ვინც შესაძლებლად თვლის ამ პრინციპის შესრულებას, უნდა მიეცეთ საშუალება, განაგრძოს მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელმძღვანელობა შევთავაზებთ მოსახლეობას არჩეულ პიროვნებას, ან მოვაწყოთ პროგრამების საჯარო კონკურსიამასთან, სერიოზულად უნდა მოვემზადოთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში აპარატების რეორგანიზაციისათვის , სრულიად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბება და კადრების ხელახლა დანიშვნის მეცნიერულ დონეზე შემუშავებული პროცედურების  დანერგვისათვის. მართვაზე სამოქალაქო კონტროლის განხორციელების აუცილებელი პირობაა პროცესების  გამჭვირვალეობა, რომლის ძირითადი ინსტრუმენტია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მასმედიასთან, პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრისას, ასევე, საბიუჯეტო პარამეტრების სამხარეო გაზეთისა და ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნების აპრობირებული პრაქტიკა.

განვლილმა მცირე პერიოდმა საბიუჯეტო სფეროში გვიჩვენა, რომ პროგრამული პრინციპების მიხედვით გამგებლის შერჩევამ თერჯოლის რაიონში ხელშესახები დადებითი შედეგი მოგვცა. დარწმუნებული ვართ, ამ პრინციპებზე გადასვლა პოზიტიური ეფექტის მომტანი იქნება ქვეყნის ყველა ტერიტორიული ერთეულისათვის.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით, იმერეთში, უახლოეს ხანებში ვგეგმავთ სპეციალურ კონფერენციას, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

მიმაჩნია, რომ ამ პრინციპებით გათვალისწინებული წლის პროგრამა, შეიძლება ჩაითვალოს სერიოზულ ანტიკრიზისულ პროგრამად; მზად ვართ, ამ ბიუჯეტების შესრულებაში აქტიური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ სამხარეო, თუ სამთავრობო გადაწყვეტილებებით, მზად ვარ, პირადად მივიღო მონაწილეობა საბიუჯეტო განხილვებში საკრებულოს სხდომებზე მხარის ყველა ქალაქსა და რაიონში; მზად ვარ, კამათისა და მსჯელობისათვის ყველა შემოთავაზებულ საკითხზე, მთავარია რაციონალური გადაწყვეტილების მიღება და მიღებული გადაწყვეტილების უპირობო შესრულება. ამასთან, ვკისრულობთ რა უდიდეს პასუხისმგებლობას, დასახული პროგრამის რეალიზებისათვის მთავარ ამოცანად მივიჩნევთ მჭიდრო თანამშრომლობას ტერიტორიულ ერთეულთა ცალკეული პროგრამების რეალიზაციისათვის , სამთავრობო დონეზე მათი დაცვისა და მხარდაჭერისათვის.

მოგმართავთ რა ამ წერილით, გაცნობიერებული გვაქვს ის პასუხისმგებლობა, რასაც იღებს აღმასრულებელ სტრუქტურაში მომუშავე ყველა პიროვნება, მერიის, გამგეობის რიგითი თანამშრომლიდან დაწყებული, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულით დამთავრებული. ვაღიარებთ რა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შემდგომი პერიოდის პროგრამის ძირითად მიმართულებებს, გვჯერა, რომ თუ ხელებს დავიკაპიწებთ, ხელოვნურ პოლიტიკურ დაპირისპირებებს და კონკლაობას მოვრჩებით, თუ საქმის კეთების სურვილით განვეწყობით, შეუძლებელს შევძლებთ. არა წუწუნი, არა გამართლება, არამედ უმაღლესი პასუხისმგებლობა უნდა გახდეს ჩვენი მუშაობის მთავარი კრიტერიუმი, პასუხისმგებლობა, რომელიც შესაძლებლის ზღვარზე მუშაობას მოითხოვს.


ღრმა პატივისცემით,

თეიმურაზ შაშიაშვილი

2002 წლის ივნისი.

No comments:

Post a Comment