მიღებულ იქნა მერაბ ბერძენიშვილის „დიდების მემორიალის“ ნგრევისადმი მიძღვნილი წიგნის „დაუჯერებელი სინამდვილე“ წარდგენასთან დაკავშირებულ შეკრებაზე.
ქართველთა
სულებში გუგუნს იწყებს ქუთაისში აფეთქებული მემორიალის შვიდი ზარი, რამეთუ როგორც პოეტი ბრძანებს... იჟრუანტელეს გელათის ზართა, სული გამწარდა... ბატონებო და ქალბატონებო, ქართველებს სიცოცხლე გაუმწარეს, სრულიად საქართველოს სული გაუმწარეს, და არა მხოლოდ ქართველებს და საქართველოს შეიბილწა ის, რითაც ადამიანი განსხვავდება სხვა სულიერისაგან, შეიბილწა რწმენა, რწმენა ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანისა, რამეთუ ააფეთქეს მამაღმერთის სახება;
შეურაცხოფილ იქნა ის, რაც სიმბოლოა მარადიული სიცოცხლისა უკვდავებისა. შეურაცხოფილ იქნა დედა, რომლის მუხლებზე დაცემული, დაღუპული შვილების ღვთისათვის შემავერდებელი ქანდაკი აღგავეს პირისაგან მიწისა; იავარქმნილ იქნა ხსოვნა ბოროტებასთან მებრძოლ ათეულ მილიონობით დაღუპულისა, რომელთა ტანჯული სხეულები გარს ეკრა ყოველთა ადამიანთა დედის ფიგურას; დანგრეულ იქნა კაცობრიობის მომავლის იმედი, რამეთუ ცეცხლოვან ხმალაღმართული მზეჭაბუკი გახლდათ სიმბოლო ერთა თანამეგობრობის ხვალინდელი დღისა. ეს იყო წარსულის ფასეულობების და მომავლის ღირებულებების განადგურება. ძეგლად ქცეული ქართლი სული ააფეთქა ქართულმა ვანდალიზმმა. ამგვარად მხოლოდ ცხრამთაგადმოვლილნი თუ იქცევიან და ისიც ბარბაროსთა მოდგმისანი.
ეს ჩაიდინა ხელისუფლებამ, რომელსაც თავად არ აქვს წარსული და მომავალი და მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს. ეს ჩაიდინა მეთავისე ხელისუფლებამ, რომელსაც ეზიზღება ყველა სხვა, ანუ, ვინც მათთან ერთად არ არის.
ეს ჩაიდინა ხელისუფლებამ, რომლის გამოისობით დღეს საქართველოში სრულიად უადგილოა კითხვა - როგორ შეიძლება? საქართველოში დღეს ყველაფერი შეიძლება. ხელისუფლებას კი თავს იმიტომ გაუვიდა, რომ არ ჩანს მოქმედება, არ ჩანს მოქალაქეობრივი პოზიცია, არ ჩანს შეუგუებლობა.
დიდი მწუხარებით და სიმწრით აღვნიშნავთ: ვერ ითბილისა დედა თბილისმა, ვერ იქუთაისა საამაყო ქუთაისმა, ვერ იგორა ჩვენმა გორმა, . ძალადობით, ქურდულად, ღამის საბურველს ამოფარებულებმა თბილისიდან გაიტანეს დიდი დავითის ქანდაკება. ბათუმში ხელყოფილ იქნა მეორე წმინდანის, ილია ჭავჭავაძის ქანდაკება. გორში ცნობილ პოტსტამენტზე დგამენ სრულიად გაუგებარ, ქართული სულის შეურაცხმყოფელ გაურკვეველ ანსამბლს. „ქართულ ბიბლიად“ და „ქართულ ფილოსოფიურ ტრაქტატად“ აღიარებული მემორიალის დანგრევა უნდა გახდეს ამ ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი.
ამ განწყობით იყო საუბარი 2011 წლის 19 მაისს მერაბ ბერძენიშვილის „დიდების მემორიალის“ ვანდალური განადგურებისადმი მიძღვნილი წიგნის, „დაუჯრებელი სინამდვილე“ წარდგენის დროს. რომლის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მიმართონ ქართველ ერს. აღინიშნა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა საპროტესტო მუხტის უკიდურესად გასამწვავებლად. გაუბედურებულ, შეურაცხყოფილ, შეშინებულ, დამზრალ, გალახულ ადამიანებს, რომლებსაც წაართვეს მიწა, სარჩო-საბადებელი, სამსახური, საარსებო მინიმუმი და რაც მთავარია, ღირსება, სხვა აღარა დარჩენია რა, თუ არა მშვიდობიანი მანიფესტაციებით ქუჩაში განაგრძოს ბრძოლა. განზე დგომა, მომლოდინეობა, დუმილი ღალატია საკუთარი თავის, საკუთარი შვილების და საზოგადოდ ერის წინაშე.
მარიამ ლორთქიფანიძე
ვაჟა ლორთქიფანიძე
ოთარ ჯაფარიძე
მერაბ ჯიბლაძე
ფერდინანდ ლორთქიფანიძე
თამაზ ლორთქიფანიძე
ნიკო ლომოური
ვალერიან ასათიანი
თეიმურაზ შაშიაშვილი
ელიზბარ ჯაველიძე
გია ბურჯანაძე
ზურა ლომიძე
გიგა ბათიაშვილი
თემო გოცაძე
გოგი წერეთელი
ზურაბ ხასია
საურმაგ ღამბაშიძე
მურმან ჭანიშვილი
ბაია ამაშუკელი
ჯანსურ ჩარკვიანი
თამარ ჩარკვიანი - გიგანი
მაკა ხატიაშვილი
მერი ხუციშვილი
ლევან კამკამიძე
გოგი ქავთარაძე
დიმა ჯაიანი
გიორგი ჟვანია
შოთა ჯიქია
ნიკოლოზ ამირეჯიბი
რევაზ შარაბიძე
ომარ ჟღენტი
ნინო ჟღენტი
გიორგი ვოლსკი
ნარგიზა ლომთაძე
ინგა კაპანაძე
სოსო რობაქიძე
ლევან ღვინჯილია
ნუგზარ დუჩიძე
სულხან ქემოკლიძე
რეზო სარალიძე
ედვარდ დავითაშვილი
გურამ ფირცხალავა
ვასილ კადანეცი
გია შენგელია
თამარ ყურაშვილი
დემურ ბაშალეიშვილი
ალიკა ლაბარტყავა
რობერტ კუდაშვილი
ქეთევან ხუციშვილი
ციური ჯალიაშვილი
ჯონდო ჯავახიშვილი
შოთა ჯიქია
დიტო ჩუბინიძე
ოლიკო ბარათაშვილი
გია სიხარულიძე
Текст
обращения, принятый на собрании в связи с презентацией книги
«Невообразимая
действительность», посвященной разрушению в Грузии
Мемориала
Славы Мераба Бердзенишвили
Это было уничтожение ценностей прошлого и будущего. Воплощенную в камне грузинскую душу взорвал грузинский вандализм. И это сделали власти, у самих у которых нет ни прошлого, ни будущего, и которые живут только сегодняшним днем.
Это совершили власти, которые стараются только для себя, и для которых отвратительны все, кто только не с ними. Это сделали власти, стараниями которых вопрос: «Разве это допустимо?!» сегодня в Грузии абсолютно неуместен.
Сегодня в Грузии можно все. А у властей все это проходит потому, что не видно действий, не видно гражданской позиции, не видно непримиримости. С большим сожалением и горечью констатируем – не смогли дать достойный отпор ни мать Тбилиси, ни гордый Кутаиси, ни наш Гори. Силой, воровато, под покровом ночи вывезли из Тбилиси статую Великого Давида.
В Батуми добрались до второго святого – скульптуры Ильи Чавчавадзе. На известном постаменте в Гори устанавливают абсолютно странный, оскорбляющий грузинскую душу, непонятный ансамбль. Разрушение Мемориала, окрещенного «грузинской Библией» и «грузинским философским трактатом», должно стать началом конца этих властей.
Этим настроем были проникнуты речи во время собрания в честь презентации книги «Невообразимая действительность», посвященной вандалистскому разрушению Мемориала Славы, автором которого являлся Мераб Бердзенишвили. Участники собрания приняли обращение к грузинской нации.
В обращении отмечается, что власти сделали все для крайнего обострения протестного заряда. У несчастных, оскорбленных, запуганных, замученных людей, у которых отняли земли, пропитание, работу, прожиточный минимум и, что самое главное – достоинство, не остается ничего иного, как продолжить борьбу на улицах, мирными манифестациями. Оставаться на обочине, выжидать, молчать в такой ситуации – это измена самому себе, своим детям, обществу, нации.
Мариам Лорткипанидзе Важа Лорткипанидзе Отар Джапаридзе Мераб Джибладзе Фердинанд Лорткипанидзе Тамаз Лорткипанидзе Нико Ломоури Валериан Асатиани Теймураз Шашиашвили Элизбар Джавелидзе Гия Бурджанадзе Зура Ломидзе Гига Батиашвили Темо Гоцадзе Гоги Церетели Зураб Хасия Саурмаг Гамбашидзе Мурман Чанишвили Бая Амашукели Джансуг Чарквиани Тамар Чарквиани-Гигани Мака Хатиашвили Мери Хуцишвили Леван Камкамидзе Гоги Кавтарадзе Дима Джаиани Гиорги Жвания Шота Джикия Николоз Амиреджиби Реваз Шарабидзе Омар Жгенти Нино Жгенти Гиорги Вольский Наргиза Ломтадзе Инга Капанадзе Сосо Робакидзе Леван Гвинджилия Нугзар Дучидзе Сулхан Кемоклидзе Резо Саралидзе Эдвард Давиташвили Гурам Пирцхалава Василий Каденец Гия Шенгелия Тамар Курашвили Демур Башалеишвили Алика Лабарткава Роберт Кудашвили Кетеван Хуцишвили Циури Джалиашвили Джондо Джавахишвили Шота Джикия Дито Чубинидзе Олико Бараташвили Гия Сихарулидзе
No comments:
Post a Comment