Dec 13, 2012

„თეთრები" ახალი ინიციატივა : პროექტი „საქართველო - ჩემი ოჯახია"


გამომდინარე იმ ურთულესი მდგომარეობიდან, რომელიც შექმნილია საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის გამძლეობია და მოთმინება, "თეთრ მოძრაობას" მიაჩნია აუცილებლად შემდეგი განცხადების გაკეთება:
არსებული ხელისუფლების კრიტიკა, საპროტესტო აქციები და მოწოდებები-დღეს ყველაზე აქტუალური და ქვეყანაში ჩამოყალიბებული სიტუაციიდან გამომდინარე სრულიად გასაგები თემებია. მაგრამ მათთვის, ვინც საქართველოს პატრონის, მის აწმყოსა და მომავალზე პასუხისმგებლის პოზიციებიდან აღიქვამს, არსებობს გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა განხილვა,ანალიზი,არსებულ პრობლემათა გადაწყვეტის გზების მოძებნა და განხორციელება მხოლოდ მნიშვნელოვანი კი არა - სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჩვენ მრავალჯერ გვაქვს ნათქვამი და დღეს განსაკუთრებული ხაზგასმით გვსურს გავიმეოროთ: ქვეყანამ უნდა გაარკვიოს, რა მდგომარეობაშია! ქვეყნის მოსახლეობამ, მისმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რა ქვეყანაში ცხოვრობენ. კერძოდ:
  • რამდენი, ვისი და რა პირობებით აქვს აღებული ვალები ქვეყანას, ანუ თითოეულ ჩვენთაგანს.
  • რა ქონების მფლობელია ქვეყანა, ანუ ჩვენ.
  • რომელია ის ძირითადი რესურსები-ყველა სახის: -ბუნებრივი, ფინანსური, ინტელექტუალური, პოლიტიკური,გეოსტრატეგიული-რომელთა გამოყენებით შესაძლებელი იქნება კრიზისული სიტუაციის გაუმჯობესება და კონკრეტული, გასაგები და რეალიზებადი სამოქმედო გეგმების შემუშავება.
  • რა არის მიმდინარე მომენტისათვის ჩვენი ქვეყნის, ანუ ჩვენი, ჩვენი ოჯახების პირველი რიგის გადაუდებელი ამოცანები, რადგან თუ გადაუდებელ ამოცანებს ვერ გადავწყვეტთ, სხვა ამოცანების გადაწყვეტის საჭიროება, შესაძლოა არც დადგეს დღის წესრიგში.
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნებისმიერი ქეყნისთვის, თუ გინდ ნებისმიერი ოჯახისთვის:
  • უსაფრთხოება;
  • ჯანმრთელობის დაცვა;
  • საკვებით უზრუნველყოფა;
  • ენერგეტიკული უზრუნველყოფა;
  • აუცილებელი გადათლების მიღება;
  • ზრუნვა იმ თანამოქალაქეებზე,ანუ ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე, რომელთაც ამა თუ იმ მიზეზით დაკარგეს სახლ-კარი, სამუშაო, საარსებო საშუალებები;ზრუნვა სულიერ მემკვიდრეობაზე და მისი დაცვა;
  • სამუშაო, რომლის ხარისხიანად შესრულებისათვის მიიღებ იმ გასამრჯელოს, რომელიც ხსენებული საკითხების მოგვარების საშუალებას მოგვცემს.
და ბოლოს, ალბათ, მთავარი: შეგრძნება იმისა, რომ ხარ ოჯახის წევრი, რომელიც ზრუნავს ოჯახის კეთილ-დღეობაზე, ხოლო ოჯახი ზრუნავს თითოეულ მის წევრზე, ანუ ხარ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ზრუნავს ქვეყნის კეთილდღეობაზე, ხოლო ქვეყანა ზრუნავს და იცავს თითოეულ მის მოქალაქეს. განზრახული გვაქვს ამ საკითხებზე სერიოზულ, გულწრფელ,რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული მსჯელობის დაშვება საზოგადოების ყველა ფენის და სფეროს, მასმედიის წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, ექსპერტეთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთობლივად. შეხვედრები  ჩატარდება კვირაში ერთხელ, წინასწარ გამოცხადებული დღის წესრიგითა და რეგლამენტით. შეხვედრეს ექნებათ ღია ხასიათი, დასწრება-თავისუფალი. ჩვენ უნდა მოვიძიოთ სიმართლე ჩვენს შესახებ, ჩვენი ქვეყნის შესახებ, გამოვაცხადოთ ეს სიმართლე და ამ სიმართლის საფუძველზე მოვაწყოთ და მოვიწყოთ ის ყოფა და ცხოვრება, რომელიც სიმართლის მაძიებელსა და მომპოვებელს ეკადრება. ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას, თითოეულ ჩვენს ოჯახს გაცილებით უკეთესი, გაცილებით უფრო ღირსეული და გაცილებით უფრო ბედნიერი ცხოვრება ეკუთვნის, ვიდრე ის ცხოვრება,რომლითაც დღეს ვცხოვრობთ. ამ პროექტის პარგლებში დაგეგმილი საქმიანობა, არავითარ შემთხვევაში არ გახდება მსჯელობა მსჯელობისათვის, არ გადაიქცევა თვითმიზნად. პრობლემების დაფიქსირების შემდეგ "თეთრი მოძრაობა" სხვადასხვა პარტიებისა და ორგანიზაციების თანამშრომლობის ნებისმიერ მსურველთა აზრის გათვალისწინებით, მოკლე ვადებში გამოაქვეყნებს კონკრეტულ გეგმებს მისი დაძლევისა. ვითანამშრომლებთ ნებისმიერ ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირთან როგორხ საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ყოველივე ზემოთქმული არ ნიშნავს იმას, რომ მცირდება ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის ინტენსივობა.პირიქით, ის უფრო და უფრო გაფართოვდება და გაღრმავდება, თუმცა ჩვენი კონკრეტული პოლიტიკური მიზნების განხორციელების პარალელურად მოვახდენთ პრობლემების განსაკუთრებით კი იმ პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიებას, რომლებიც როგორც ზევით მოგახსენეთ სასიცოცხლო პრობლემებს წარმოადგენენ. სწორედ ამ მიზნით ვქმნით საექსპერტო-კონსალტინგურ კომპანიას ქართული ექსპერტიზა".


(საექსპერტო-კონსალტინგური კომპანია)

თითქმის 20 წელია გასული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან, რაც საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 9 აპრილის აქტით დაფიქსირდა. განვლილი პერიოდი აღსავსე იყო პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ხასიათის პრობლემებით. დაირღვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა; საქართველოს მოსახლეობის 25 პროცენტი ემიგრანტი გახდა, ხოლო 8 პროცენტი-იძულებით გადაადგილებული, ანუ ლტოლვილი; შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის 35 პროცენტი უმუშევარია.

 1991 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ყველა ხელისუფლების უუნარობის, უკიდურესად დაბალი კვალიფიკაციისა და სერიოზული პოლიტიკური შეცდომების გამო, ქვეყანა დღემდე ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისშია. რომ არა საერთაშორისო თანამეგობრობის, მსოფლიოს რიგი წამყვანი ქვეყნებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერა, სათუო გახდებოდა საქართველოს ფიზიკური გადარჩენის საკითხიც კი. აღნიშნულ პერიოდში, საქართველოს ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეიმუშავა ქვეყნის განვითარების მეტ-ნაკლებად მისაღები პროგრამა, მოსახლეობის ძირითად სასიცოცხლო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების, სულიერი და კულტურული განვითარების მიმდინარე და პერსპექტიული გეგმები. ყველაფერი ეს ხდება ქვეყანაში, რომელიც მისი ბუნებრივი რესურსების ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, ხოლო ჰიდრო-და ჰიდროენერგეტიკული რესურსებით, სულაც მსოფლიო ლიდერია; რომელსაც შეუძლია არა მარტო საკუთარი მოსახლეობის, არამედ მთელი რეგიონის უზრუნველყოფა ხილით, ბოსტნეულითა და ამ პროდუქტების გადამუშავებით მიღებული მრავალფეროვანი პროდუქციით; რომლის სანედლეულო ბაზა, თავისი მარაგების მოცულობითა  და ხარისხით, უზრუნველყოფს ქვეყნის მსხვილ ექსპორტიორად ჩამოყალიბებას. მაგალითისათვის მხოლოდ წყლის (წლიური ჩამონადენი საქართველოს ტერიტორიაზე 70.000 კუბური კილომეტრი), მერქნის გადამამუშავებელი მრეწველობის (მერქნის მარაგი 440 მილიონი კუბური მეტრი), საშენ მასალათა მრეწველობის ( მოსალოდნელი წლიური ექსპორტი-200 მილიონი აშშ დოლარი) და ელექტროენერგიის გამომუშავების (ჯამური ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი-160 მილიარდი კვტ/სთ წელიწადში) მაგალითების მოყვანა საკმარისია. უდიდესი ეკონომიკური პოტენციალის შემცვლელია ისეთი დარგები, როგორიცაა ტურიზმი და საკურორტო მეურნეობა. შეიძლება კიდევ მრავალი დარგის ჩამოთვლა, რომელთა განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელოვან ამაღლებას შეუწყობს ხელს. სწორედ ამ საკითხებთად დაკავშირებული კონკრეტული პროგრამებისა და ბიზნეს-წინადადებების შემუშავება არის კომპანია "საქართველო-2030″-ის ძირითადი ამოცანა. კერძოდ, იგეგმება კონკრეტული პროექტების შემუშავება შემდეგ დარგებში:

 I.             ეკონომიკური განვითარება; ეკონომიკური უსაფრთხოება 
 II.            ბუნებრივი რესურსების გამოყენება
 III.             სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობისა და ხარისხის ამაღლება
 IV.            მრეწველობის განვითარება
 V.            სოციალური განვითარების მრავალდარგოვანი პროგრამის რეალიზება.

 პროექტის კოორდინატორი, მეცნიერების დოქტორი - გივი თალაკვაძე საკონტაქტო ტელეფონი 877 40 10 03

No comments:

Post a Comment