Dec 13, 2012

განახლებული ეროვნული მოძრაობისა და ქართული ერთობის გარეშე საქართველოს არა აქვს მომავალი!




შეფასების,ანალიზისა და დაფიქრებისათვის წარმოგიდგენთ პოლიტიკურ ანალიზსრომელიც 6 წლის წინ მომზადდა და ზუსტად 5 წლის წინდავით აღმაშენებლის დღეს გამოქვეყნდადა რომელიც,პრაქტიკულად იყო პირველი პოლიტიკური ანალიზი ..”ვარდების რევოლუციის”,მისი წინა პერიოდის.

განახლებული ეროვნული მოძრაობისა და ქართული ერთობის გარეშე საქართველოს არა აქვს მომავალი!

(პირველი პოლიტიკური ანალიზი .. ,,ვარდების რევოლუციისშემდგომ)
… ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს

წინ საქართველო


განახლებული ეროვნული მოძრაობა
ქართული ერთობისა და მომავლის საქართველოსათვის
1. განახლებული ეროვნული მოძრაობისა და ქართული ერთობის გარეშე საქართველოს არა აქვს მომავალი!
დადგა დროდადგა ჟამიროცა ქართველებმა საქართველოში მცხოვრებმა ყველა მოაზროვნე ადამიანმასაქართველოს მეგობარმა ყველა უცხოელმა პირდაპირ უნდა ვთქვათრომ საქართველოში კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და ასე ცხოვრებამართლაც აღარ შეიძლება.
ვთქვათვაღიაროთრომ საქართველოში სიკეთე გათითოკაცებულია და ბოროტება _ ერთ მუშტად შეკრული, რომ ხალხი და ქვეყანა დამშეული და დაუძლურებულიარომ მიუხედავად პრესითა და ტელევიზიით ხელისუფლების მხრივ კეთილდღეობაზე ლამაზი საუბრებისა და დაპირებებისაენაწყლიანობისარაც დრო გადისღარიბი კიდევ უფრო ღარიბდებამდიდარი კი უფრო მდიდრდება და ერთირითიც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ხალხი იკვებებაარის მდიდრებს შორის ქვეყნის ქონების გადანაწილების პოლიტიკური შოუ-კონცერტები.
ვთქვათრომ კატასტროფის უტყუარი ნიშანი სახეზეა: წლების განმავლობაშითითქმის ერთმანეთის ტოლიაქვეყანაში შექმნილი ეროვნული პროდუქტისქვეყნის ბიუჯეტში შესული თანხისქვეყანაში გაცემული ხელფასისპენსიისდახმარების და ქვეყანაში ვაჭრობა-მომსახურების მოცულობებითითქმის დაუჯერებელიამაგრამ სამწუხაროდასეა და რაც უფრო მეტად დამაფიქრებელიაეს პროცესი გრძელდება და გაცილებით მახინჯ სახეს და ხასიათს იღებს.
ვთქვათვაღიაროთრომ მმართველი პოლიტიკური ძალის დამღუპველი საფინანსო პოლიტიკის შედეგადქვეყანაში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა 95%-ზე მეტიდოკუმენტაციის მიხედვით წამგებიანია და მოგება მხოლოდ მომსახურე დარგებს აქვთრომ ქვეყანაშემოსავლებს არა სამეწარმეოარამედ მომსახურებისსაბაჟობანკებიკავშირგაბმულობატრანსპორტისათბობენერგეტიკავაჭრობამომსახურებასფეროდან იღებსრომ ეს არის არა ქვეყანაში პროდუქციის შექმნითარამედ გაწეული მომსახურებით (ძირითადში კომუნალურიდა ქვეყნის გარედან შემოტანილი (ძირითადში უხარისხო და იაფფასიანიპროდუქტებით ვაჭრობით მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული თანხებიუფრო სწორი იქნება თუ ვიტყვითმოსახლეობისათვის წაგლეჯილი თანხებითუნდაც იმის გამორომ მომსახურების ტარიფები _ ელექტროენერგიითგაზითწყლით დაწყებული _ ბანკებითტრანსპოტრითა და კავშირგაბმულობით დამთავრებულიეს არის არა კონკურენციისარამედ ხელოვნური რეგულირების (ძირითადში ზრდის მიმართულებით)შედეგად მიღებულირევოლუციამ ეს პროცესი გააძლიერა მოსახლეობისათვის კიდევ უფრო საზიანოდსახეზე გვაქვს ტარიფების კატასტროფული ზრდაპრაქტიკულად საერთაშორისო დონესთან შედარებითკატასტროფულად დაბალია ხელფასებიპენსიებიშემოსავლები საერთოდსაშუალო ამერიკელის წლიური შემოსავალი 50 ათასი დოლარის ფარგლებშიასაშუალო ნიგერიელის 3,5 ათასს აჭარბებსსაშუალო ქართველის _ 700 დოლარის ფარგლებშიადასკვნა ხალხმა გააკეთოს.
თქვათვაღიაროთრომ კატასტროფის უტყუარი ნიშანია პრივატიზაცია მთელი მისი იდეოლოგიაპროცესიშედეგი. პრივატიზაციარომელიც ძირითადში ვაუჩერებით და ნულოვანი აუქციონის წესით წარიმართა და რომელსაც მოჰყვა არა პროდუქციის შექმნაზეარამედ საწარმოების ჯართად ქცევაზეარა დასაქმებაზეარამედ უმუშევრობაზე ორიენტირებული მეწარმეობაპრივატიზაციამრომელმაც ქვეყნის ძირითადი ქონების სახელმწიფო მოხელეებზეპარლამენტარებზეპოლიციის მაღალჩინოსნებზეყოფილ დირექტორებზე და მათ გვერდით მდგომებზესხვათა გაღარიბებით გამდიდრებულებზე და კრიმინალებზე მიყიდვითერთდროულად დაასრულა რამდენიმე პროცესი: ერთის მხრივთანამდებობის პირებისხვადასხვა დონის არჩევითი ორგანოების წარმომადგენლები ქონებითაც გაამაგრა და ამ სიმდიდრის შემქმნელი ქვეყნის ძირითადი მოსახლეობა უმუშევარი დატოვამეორეს მხრივმოკლა ქვეყნის სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის გარანტი _ საშუალო ფენამეცნიერებაგანათლებაკულტურახელოვნებაჯანმრთელობასპორტი _ საერთოდინტელექტუალური ნაწილიპრაქტიკულად იგი ქონებისა და საკუთრების გარეშე დატოვაქვეყანა დაჰყო მდიდრებად და ღარიბებადდააკანონა მდიდართა ხელისუფლებამდიდართა ბატონობა ღარიბებზე (.რევოლუცია ამ პროცესს აძლიერებსსამწუხაროდხალხის დახმარებითმხარდაჭერითრევოლუციური აღტკინებითტაშითქება-დიდებით).
ვთქვათვაღიაროთრომ მმართველი პოილტიკური ძალის დამღუპველი საფინანსო პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში ბიზნესი არა უბრალოდ პოლიტიზირებულიამეწარმეთა აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს არა ხალხზეარამედ მმართველ პოლიტიკურ ძალაზეხელისუფლებაზემისთვის სასურველ ხელისუფლებაზეხელისუფალთა და .დიდი ბიზნესის წარმომადგენელთა (საზომი ხელისუფლებასთან სიახლოვეა)_აბსოლუტურ უმრავლესობას არც ესმის ეკონომიკა.
(მხოლოდ სიტყვებით აპერირებენ). არც ეკონომიკური და თუნდაცეკონომიკის პრობლემები აწუხებთ, _ დაკავებულნი არიან საკუთარი ბიზნესით თუ ბიზნესის გადანაწილებითდღეს ისეროგორც არასდროს ჩამორთმევისა და გადანაწილებისათვის დაჭერას და ციხის კედლებსაც კი იყენებენ იმათთვისვინც ამას ნებაყოფლობით არ გააკეთებს. ქვეყანაში ძირითად ბიზნესად პოლიტიკა იქცა. ძირითადში ფულიანთა გაპარლამენტარების და თანამდებობაზე დანიშვნის (გაცილებით სწორი იქნება პარლამენტში და თანამდებობაზე შეგდების) ,,ცეხებიმუშაობენ.
ასეთი მეწარმეობისა შედეგია დანგრეული ეკონომიკაიმპორტი _ (ძირითადში კვების პროდუქტებიავეჯისიგარეტინავთობი…), რომელიც აჩერებს ჩვენს საწარმოებსსამუშაო ადგილებს სხვა ქვეყნებში ქმნისკლავს სოფლის მეურნეობასხალხისაგან ცლის სოფლებსმიწას აცილებს ქართველ კაცს და ექსპორტი, (ძირითადში ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრე _ ნედლეულიოქრომარგანეციჯართიხე-ტყე…) რომელიც ამუშავებს სხვა ქვეყნის საწარმოებსსამუშაო ადგილებს ქმნის უცხოეთში აძლიერებს მათ ეკონომიკასსაბოლოო პროდუქტით სახელს აძლევს უცხოეთის ბიზნესმენთ და დაცინვის ობიექტად აქცევს ქართველ ბიზნესმენებსქართულ ინტელექტუალურ ძალას იძულებულს ხდის წავიდეს უცხოეთშიუცხოეთში წასვლით და შავ მუშად მუშაობით ირჩენს თავს არაერთი თანამემამულე ამ უკანასკნელთა მიერ ოჯახებისა და ახლობლებისათვის გადმორიცხული თანხით და არა ქვეყანაში შექმნილი ეროვნული პროდუქტის ზრდით არის შენარჩუნებული ლარის კურსიც.
მწარე და ტრაგიკულია ჩვენი ქვეყნის ისტორიახან იარაღით ვკარგავთ დამოუკიდებლობასხან სხვა ქვეყნის ფულითხან ბრძოლით და სისხლითხან სიცილ-ხარხარითხან ყველასგან მიტოვებითხან ერთი შეხედვითმთელი მსოფლიოს ყურადღებით.
დღეს უტყუარად შეიძლება ითქვასრომ დამოუკიდებლობას ვკარგავთ აზროვნების სიძნელითხელისუფალთა მხრივეროვნულისადმი ზურგის შექცევითუფულო ხალხითა და ფულიანი ხელისუფლებითუფულო ბანკებითა და ფულიანი ბანკირებითკერპთაყვანისმცემლობით.
როგორადაც მძიმე არ უნდა იყოსუნდა ვთქვათრომ წარმატებულად ხორციელდება ცივილიზაციის სათავეებთან მდგომიჯანსაღი და ძლიერი ისტორიული ფესვის მქონე ერისა და ქვეყნის დაჩოქებისეროვნული სულის მოსპობის პროგრამა და ეს კეთდება დემოკრატიზაციისა და გლობალიზაციის ნიშნითპრაქტიკულადეს არის მასონური მოძრაობის მარწუხირომლისთვისაც დემოკრატიზაცია და გლობალიზაცია უთვისტომობასურწმუნობასა და კოსმოპოლიტიზმს ნიშნავს.
მართლაცდიდი დაფიქრებისქართული სულის შემადგენელი ნაწილისჩვენი დიდი წინაპრების მონაპოვრის _ ეროვნული მოძრაობის განახლების და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებთან ქართული ტოლერანტობით წარმართვისა და გაძლიერების, დიდი ქართული ერთობის გარეშე საქართველოს არ აქვს მომავალი.

No comments:

Post a Comment