Dec 13, 2012

ხელისუფლებამ ხალხი მოატყუა (წინ საქართველო 2005 წ)


ბუნებით ბოძებული და კონსტიტუციით გარანტირებული სიცოცხლის დაცვის მდგომარეობა - საარსებო მინიმუმის პრობლემები საქართველოში

   
სამოქალაქო მოძრაობა წინ საქართველოს პოზიცია


გამომსვლელები

მერაბ ჯიბლაძე
ვახტანგ მიროტაძე
ირაკლი ბათიაშვილი
ირაკლი წერეთელი
ელგუჯა მექვაბიშვილი
თემურ შაშიაშვილი

კონფერენციის რეზოლუცია





მერაბ ჯიბლაძე - პროფესორი, წინ საქართველოს კომიტეტის წევრი, კონფერენციის თავმჯდომარე

დღევანდელი ჩვენი თემა ეძღვნება ბუნებით ბოძებული და კონსტიტუციით გარანტირებული სიცოცხლის უფლებების დაცვის მდგომარეობას საქართველოში, კერძოდ, საარსებო მინიმუმის პრობლემებს, ცხადია, ეს ჩვენც ყველას გვეხება. მე ვერ გეტყვით, წელიწადბახევრის წინ წინა პარლამენტის მიერ მიღებული კანონი დღეისთვის თუ შესრულდება, არც ამ ხელისუფლების მჯერა, მაგრამ კანონი კანონია და პარალმენტს თუ ამ კანონის მოქმედება არ შეუწყვეტია, მაშინ ივლისიდან უნდა გვქონოდა ხელფასი საარსებო მინიმუმზე მეტი. დღევანდელი მონაცემებით ოჯახზე საარსებო მინიმუმი თვეში შეადგენს 250 ლარს, ამდენად, ისმის კითხვა: რა მოუვიდა იმ კანონს, რომელიც წელიწადნახევრის წინ იქნა მიღებული? რატომ არ ამოქმედდა 1 ივლისიდან? საერთად რას აპირებს ჩვენი ხელისუფლება და როდემდე აპირებს ხალხის მოტყუებას? ამდენად, მე სურვილი  მაქვს გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები და, იქნებ, თავადვე გავერკვეთ, თუ რა ხდება ჩვენს თავს, რატომ არ სრულდება კანონები, და საერთოდ, რას შეიძლება ველოდოთ მომავალში.   ახლა კი, „ თავისუფალი აზრის დარბაზს“, გახსნილად გამოვაცხადებ და ტრიბუნასთან მოვიხმობ ყველა გამომსვლელს.




ვახტანგ მიროტაძე, 
ექიმი, მოძრაობაწინ საქართველოსდამფუძნებელი


მოგესალმებით, როგორც ბატონმა მერაბმა მოგახსენათ, დღევანდელი ჩვენი კონფერენციის თემა იქნება: ბუნებით ბოძებული და კონსტიტუციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დაცვის მდგომარეობა - საარსებო მინიმუმის  პრობლემები საქართველოში.


ქალბატონებო და ბატონებო!

თავისუფალი აზრის დარბაზი“ , რომელსაც ისტორია ალბათ მიუჩენს სათანადო ადგილს, არ ღალატობს ტრადიციებს და თქვენს წინაშე განსახილველად გამოაქვს დღევანდელი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმწვავესი საკითხი.  „ქვეყანაში შექმნილი გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობის შესახებ“.  - პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჯერჯერობით ვერ მოხერხდა რეალური საარსებო  მინიმუმის (დღეისათვის იგი საშუალო ოჯახისათვისდამოუკიდებელ ექსპერტთა გათვლით 500 ლარის ფარგლებშია) დაკანონება.


საარსებო მინიმუმი არის სიღარიბის აბსოლუტური ზღვარი. გაეროს განვითარების პროგრამის შეფასებით, საქართველოში ოჯახის 50,7% ღარიბია, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით ეს მაჩვენებელი უდრის 46,65 -; ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ასევე კი 58 – 60% .


საარსებო მინიმუმმა უნდა უზრუნველყოს სასიცოცხლოდ აუცილებელი მოხმარების დონე ( სასიცოცხლოდ აუცილებელი მოხმარების დონე მოიცავს მხოლოდ საკვებზე, სანიტარულ -ჰიგიენურ საშუალებებზე და კომუნალურ მომსახურებებზე დანახარჯებს) .


ჯერ კიდევ 1999 წელს, როდესაც დღევანდელი პრეზიდენტი, ბატონი სააკაშვილი მმართველი პოლიტიკური ძალის მოქკავშირის ლიდერი იყო , მთვრობამ მიიღო კანონისაქართველოს დსოციალური განვითარების კონცეპტუალური საფუძვლები“. , რომლის  ძირითადი პრინციპების მიხედვით, 2005 წლამდე უნდა განხორციელებულიყო:

1. ) სახელმწიფო მინიმალური სოციალური სტანდარტების სისტემის ფორმირება;

) ფართომასშტაბიანი საპენსიო რეფორმა;

) ხელფასისა და შრომითი პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდა;

) ახალი სოციალური სტანდარტის შემოღება, შრომითი ( საათობრივი სატარიფო განაკვეთი) ანაზღაურება.


2. საპენსიო რეფორმა, რომელიც გულისხმობდა სამდონიანი საპენსიო სისტემის შექმნას:

პირველი დონე - ბაზისებური პენსია ( რაც ნიშანვს ყველასათვის ერთნაირ, საარსებო მინიმუმთან შეფარდებულს და არა მზარდს);

მეორე დონე - არასაპენსიო დაზღვევა ( სადაზღვევო შენატანების დაგროვება, დიფერენცირებულ ასაკის, სამუშაო სტაჟისა და  ხელფასის მიხედვით) - დამატებითი თანხის მიღება; სამწუხაროდ, კანონი (წინა მოწევევის პარლამენტმა მიიღო) შეჩერებულია;

მესამე დონე - კერძო საპენსიო (შესაბამისი კანონი მიღებულია, მაგრამ, რამდენად ეფექტურად მუშაობს, გასარკვევია ) დაზღვევა.


გამომდინარე აღნიშნულიდან, საკანონმდებლო ბაზა არსებობს, მაგრამ სისტემა ვერ მუშაობს, დღევანდელ ხელისუფლებს ჯერჯერობით არ განუცხადებია, აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას, თუ კანონშირაიმე კორექტივების შეტანას აპირებს.


3. ხელფასისა და შრომითი პენსიის საარსებო მინიმუმამდე ამაღლება, ამასვე ითვალისწინებს საქართველოს შრომის კანონმდებლობა (მუხლი 76) - მინიმალური ხელფასი, სადაც ვკითხულობთ:

) „ მინიმალური ხელფასი არის სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივი, რომელიც განსაზღვრავს შრომის ანაზღაურების დასაშვებ მინიმალურ დონეს, მინიმალური ხელფასის ოდენობა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა იყოს საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმზე ნაკლები“.

) მუშკის თვიური ანაზღაურება არ შეიძლება იყოს  მინიმალურ ხელფასზე ნაკლები. მინიმალური ხელფასის დაცვა სავალდებულოა ყველა დაწესებულების საწარმოებისა და ორგანიზაციისათვის, მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმის (საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი, - ... 1,2003. #15, მუხ. 99) მიუხედავად . ეს ეხებაცნობილ“ 115 ლარს.

აქვე მინდა გაცნობოთ, აღნიშნული კანონი ძალაში უნდა შესულიყო 2005 წლის 1 ივლისიდან, მაგრამ პრეზიდენტი უკვე შევიდა პარლამენტში ინიციატივით კანონის გადავადების თაობაზე 2008 წლის 1 იანვრამდე. მოტივი - ბიზნეს-სექტორში მოსალოდნელი პრობლემების შექმნა; ბიზნეს-სექტორში არჩარევა.

დასკვნებისა და კომენტარის გაკეთება თქვენთვის მომინდვია.

სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს შრომის კანონმდებლობის (2005 წლის 25 თებერვალი), მოთხოვნათა შესაბამისად: დასაქმების ეროვნული საბჭო (მუხლი 30); დასაქმების კერძო სააგენტო (მუხლი 31); „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების (მუხლი 24,29. 12. 2004 #959) ხელშეწყობა“ . ხოლო, „დასაქმების ადგილობრივი პროგრამის შემუშავება და განხორციელება (მუხლი 23), დასაქმების სახელმწიფო სამსახური ადგილობრივი თვითმმართევლობისა და მმართველობის ორგანოებთან ერთად შეიმუშავებს დასაქმების ადგილობრივ პროგრამას, რომელსაც მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით ამტკიცებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის სამინისტრო.


როგორც ვხედავთ, ქვეყანაში არსებობს სოციალური დაცვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა; რომლის კეთილსინდისიერად ამუშავება ხელს შეუწყობდა, საარსებო მინიმუმთან მიახლოებას, მაგრამ კანონი არ მუშაობს, კანონი არ კანონობს...


ქალბატონებო დაბატონებო,

2004 წლის აპრილის Gorbi - პატარა გამოკითხვის შედეგების მიხედვით: 1 000 რესპოდენტიდან 31% შიმშილის ზღვარზეა; 42% - საკვების პრობლემა აქვს; 31%- კვება შეუძლია, ტანსაცმლის შეძენა არა; 21%- შეუძლია კვებაც და ტანსაცმლის შეძენაც; 2%- შეუძლია შეიძინოს ძვირფასი ნივთები; 4 %- გაუჭირდა პასუხის გაცემა. გამოკითხვის პასუხები საგანგაშოა, თუმცა მოსალოდნელი, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუსაქმებელია. 2002 წლის აღწერის მონაცემებით, 2 104, 2 ათასი , შრომისუნარიანი მოსახლეობიდან (სამუშაო ძალა) 1 184, 9 ათასი იყო თვითდასაქმებული, ხოლო 650, 9 ათასი - დაქირავებული, ამჟამად ეს ციფრები უკიდურესად გაუარესებულია; თვითდასაქმებულია მოსახლეობის 72-75% (შედარებისათვის: ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში 14% - არის თვითდასაქმებული; ჩეხეთში - 14,4% , რუსეთში - 9,7 % ) , თუ გავითავლისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენთან სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი და ერთ ჰექტარზე მეტი მიწის მესაკუთრე ითვლება დასაქმებულად რეალური სურათი აშკარაა. ასევე შემაშფოთებელია მიგრაციის მასშტაბები. ქვეყნის უმეტესი რაიონი ფაქტობრივად ცხოვრობს ემიგრანტების ხარჯზე.  2004 წლის უცხოეთიდან შემოდენილმა შემოსავალმა მოსახლეობის თითქმის მთლიანი შემოსავლის 7% შეადგინა. ეს პროცესი არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს ( მითუმეტეს, მაშინ, როცა ქვეყნის პრეზიდენტი მოუწოდებს დაბრუნებას ) ხელისუფლებას კი ამ პრობლემის მოსაგვარებლად არანაირი გეგმა, არანაირი სტრატეგია არ აგაჩნია.


უფრო ვრცლად ეკონომიკური გაანგარიშების სხვა გამომსვლელები მოგახსენებენ.


ქალბატონებო და ბატონებო,

საარსებო მინიმუმისაგან განუყოფeლია სამედიცინო დახმარება. ექსპერტთა მისრ მოწოდებული ინფორმაციით ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი იღუპება არასათანადო კვებისა და სათანადო  სამედიცინო დახმარების ხელმიუწვდომლობის გამო. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტით 24 საათში ადამიანის ენერგეტიკული მოთხოვნლილება, ანუ დახარჯული კალორიების აღდგენისთვის აუცილებელია 2300-3050 კალორია. ფიზიოლოგიური პროცესებისათვის აუცილებელი მინიმუმი კი 1800 – 2100 კალ. საქართველოში იმ დაამიანთ აწილი, რომელიც 1800 კალ-ზე ნაკლებს მოიხმარს, არის 42-52% .ენერგეტიკული უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი დეფიციტი და საკვების დისბალანსი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის მოსახლეობის 60-71% სიღარიბის ზღვარზეა, ანუ მას აქვს საარსებო მინიმუმზე ნაკლები შეოსავალი, (პენსია 28 ლარი) ცხადია, დარღვეულია მოსახლეობის უმრავლესობის კონსტიტუციური უფლება (კონსტიტუციის 15 მუხლი) „სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ადამიანის სიცოცხლე - ადამიანის ხელშეუვალი უფლება“.

როდესაც სახელმწიფოში ბავშვი მშიერიაპედაგოგი, ექიმი, მეცნიერი - ღატაკია და ყოველმხრივ დაუცველი, არ შეიძლება ამორალურად არ ჩაითვალოს ზემო ეშელონებში გაბატონებული ცხოვრების სტილი.

სიღტაკე ავადმყოფობას ჯგავს, იგი ადამიანს ანადგურებს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მორალურად, სიღატაკე ადამიანში კლავს ღირსებას და სრულ სასოწარკვეთაში აგდბს მას (მსოფლიო ბანკის გამოკვლევიდანღატაკთა ხმები

ბატონებო და ქალბატონებო,

სოციალურ საკითხთა სფერო მოიცავს დიდი მოცულობის საპრობლემო მასალას, „თავისუფალი აზრის დარბაზიამ პრობლემის ირგვლივ კვლავაც გააგრძელებს ინტენდიურ მუშაობას. თუ ეს პრობლემები დროულად არ გადაწყდება, ქვეყნის უმთავრესი სიმდიდრე - ხალხი უბრალოდ განადგურდება და შემდეგ, განათლებას, არჩევნებიც, მიწაც და გუთანიც გვედრზე დაგვრჩება.


ჩემი გამოსვლა მინდა დავასრული ხევისბერი სიტყვებითგახსოვდეს, ვისი გორისა ხარ და კაციტანჯვისთვის არის გაჩენილი“. ჰოდა თუ ასეა, ვიტანჯოთ სიკეთისთვის, სიყვარულისტვის, სამშობლოს ერთგულებისთვის... და მაშინ ჩვენ ყველანი აუცილებლად გავიმარჯვებთ!“


ირაკლი ბათიაშვილი მოძრაობა"წინ საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი

რეპლიკაეს ციფრებო უაღრესად შთამბეჭდავია და, მართლაც, გამაოგნებელი, მაგრამ ასევე აუცილებელია კონფერენციას ვუთხრათ, როგორია ოფიციალური მონაცემები და რამდენად შეესაბამება 115 ლარს?

ვახტანგ მიროტაძემე ეხლა ხელთ არ მაქვს ოფიციალური მონაცემები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველა ჩემს მიერ დასახელებული ციფრი ოფიციალურ სტატისტიკას ეყრდნობა.

თეიმურაზ შაშიაშვილი - დაზუსტებისათვის მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის ბროშურასაქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა 2005 წლის იანვარ-მარტირომლის  39 გვერდზე ვკითხულობთ: „2005 წლის მარტში საქართველოს ქალაქების გასაშუალოებული ფასების მიხედვით გაანგარიშებულმა საარსებო მინიმუმმა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისათვის 154,0 ლარი შეადგინა, საშუალო მომხმარებელისთვის – 135,1 ლარი ხოლო საშუალო ოჯახისთვის – 268,0 ლარი.“

რეპლიკა დარბაზიდან - აქედან გამომდინარე, ხელისუფლება 135 კი არა 135,1 ლარი უნდა დაემტკიცებინა, როგორც მინიმალური ხელფასი.

თეიმურაზ შაშიაშვილიმართალს ბრძანებთ,მაგრამ ეს მარტის თვის მაჩვენებელია. დღევანდელი ინფორმაციით, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვითსაშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 150 ლარს აჭარბებს. ეს არც გაგიკვირდებათ, დააკვირდით ფასების ზრდას მარტ-აპრილ-მაის-ივნისშიკვების პროდუქტებზე ზრდა 30% ფარგლებშია, დიდი ზრდა ფიქსირდება ნავთობპროდუქტებზე, როგორც იცით 21 ივნისიდან მაატრებლით მგზავრობა ორჯერ გაძვირდა.

შეკითხვა დარბაზიდანროგორია დამოუკიდებელ ექსპერტთა მონაცემები?

<strong>თეიმურაზ შაშიაშვილი</strong> – თითქმის ყველგან დამოუკიდებელი ექსპერტი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს 250 ლარის ფარგლებში განსაზღვრავს.

შეკითხვა დარბაზიდან.. მინიმალური ხელფასიც 250 ლარი უნდა ყოფილიყო?

თეიმურაზ შაშიაშვილი - ნორმალური ხელისუფლების პირობებში,  რა თქმა უნდა.

ირაკლი ბათიაშვილი ვინ განსაზღვრა მინიმალური ხელფასი და მიღებულია თუ არა გადაწყვეტილება ოფიციალურად?

თეიმურაზ შაშიაშვილი კანონის მიხედვით, მინიმალური ხელფასის ოდენობა მიღებულია პრეზიდენტის ბრძანებულებით. იგი მიღებული არ არის.

ირაკლი ბათიაშვილიდაირღვა კანონი და, როგორც შევთანხმდით, უნდა მომზადდეს სარჩელი.

თეიმურაზ შაშიაშვილიეს ასეც იქნება

რეპლიკა დარბაზიდანროგორ ფიქრობთ ხელისუფლებას არ უნდა თუ ვერ ახერხებს ხელფასის გაზრდას საარსებო მინიმუმამდე?

თეიმურაზ შაშიაშვილი მაშინ, როცა ქვეყნის ბიუჯეტი ორჯერ ნაკლები იყო, ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება, მაშინ ოპოზიციაში მყოფი, ითხოვდა 2002-2003 წლებში მინიმალურიხელფასის 115 ლარამდე გაზრდას. დღეს კი, როცა აის გადაწყვეტა მის ხელშია, უარს ამბობსეს ხელისუფლება არის სოციალური დემაგოგიის ხელისუფლებახალხის გაჭირვებაზე სპეკულირებით, ხალხის ყოფის გაუმჯობესების ლოზუნგებით მოვიდა ქვეყნის სათავეში და ხალხი უარეს მდგომარეობაში ჩააგდო. სამწუხაროა, რომ ეს პრობლემა დღეს , საერთოდ, ნაკლებად აწუხებთ პოლიტიკოსებს. ყოველმხრივ ხელს გვიშლიან, ათასგზის გვავიწროვებენ, მაგრამწინ საქართველოარ მოეშვება ამ პრობლემას. სასიამოვნოა, რომ გვაქვს მეცნიერთა დიდი მხარდაჭერაეჭვი არ მეპარება, რომ ხალხიც ისწავლის თავის  უფლებების დაცვას და თავისი მსახურის მსახური არ გახდება. ხელისუფლება უნდა იყოს ხალხის მსახური და არა ხალხი ხელისუფლების, როგორც ეს დღე არის.

დღევანდელმა ხელისუფლებამ, ქვეყნის მმართველმა პოლიტიკურმა ძალამპრაქტიკულად სახეშეცვლილმა ,,მოქკავშირმა~, შევარდნაძის მიერ შობილმა, გაზრდილმა პოლიტიკურმა ძალამ – 30 ივნისს დაასრულა ავტოპორტრეტის შექმნა და წარდგენა ხალხისთვის რუსთაველის პროსპექტზე და გვითხრა, რომ ის არის ბნელი და უკუნი




ირაკლი წერეთელი

მე მინდა ორიოდ სიტყვით შევეხო თბილისში ცოტა ხნის წინ მომხდარ ამბავს. კერძოდ, რამდენიმე პირონების ნამოქმედარის მიმართ მინდა გამოვხატო პროტესტი

მე პირადად კმაყოფილი ვარ, რომ იმ შეკრებაში არ მივიღე მონაწილეობა და რატომ? იმიტომ, რომ ქვეყანაზე ყველაზე სამარცხვინოდ შისი და მლიქვნელობა მიმაჩნია

სადღაც 21 წლის ვიყავი, როცა დამაპატიმრეს. მაშინ, როცა არ არსებობდა არავითარი ნიშან-წყალი საბჭოთა კავშირის დაშლისა შეიძლება ბევრი უარყოფითი თვისება მაქვს, მაგრამ ჩემს გულწრფელობაში მგონი, ეჭვი არავის ეპარება. არანაირად არ მეგონა, თუ ასე უმტკივნეულოდ მოვესწრებოდუი საქართველოს დამოუკიდებლობას მაგრამ რადგან თავს უფლება მივეცი საქართველოს თავისუფლებისათვის ორიოდ სიტყვა მეთქვა, უკან დახევადა ბოდიშების მოხდა აღარ ვიკადრე,

და დღეს, მრცხვენია, რომ ქრისტესშობიდან 21 საუკუნეში, ბატის კვერცხებივით კუნთები რომ ასკდებათ მოჭიდავეებს, ისეთი ლაჩრები აღმოჩნდნენ, რომ ურცხვად ბოდიში მოიხადეს პრეზიდენტის წინაშე, მაშინ როცა ბოდიში მათთვის არავის მოუთხოვია. უბედურება ის კი არაა, გონებასუსტი და კუნთმაგარი რომ არის მოჭიდავე, უბედურება ისაა, სული რომ აქვს დაჩლუნგბული. განგების შეცდომაა, ასეთ ძლიერ სხეულში რომ ასეთი ლაჩრული სულია.

ახლა, რაც შეეხება კობა დავითაშვილის განცხადებას, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პროვოკაციული შეკითხვა დაუსვა, - თქვენც იმათთან ერთად პირებთ ბრძოლის გაგრძელებასო (წინ საქართველოსწარმომადგენლებს გულისხმობდა) რა ალაპარაკებს კობა დავითაშვილს, ვერ გამიგია, - იგი იყო მოქალაქეთა კავშირის აქტიური წევრი. უკეთესია, ჩვენ გვკითხონ დავდგებით კი ჩვენ, ირაკლი წერეთელი, თემურ შაშიაშვილიირაკლი ბათიაშვილი მის გვერდით? ნუ დავუგდებთ ყურს ასეთ პოლიტიკოსებს. ჩვენთვის არც რეიტინგი, არ არის მთავარი - რეიტინგი განუწყვეტლივ მერყეობს. იგი ხან იწევს, ხან დაიკლებს. მთავარია, როგორია ჩვენი მრწამსი.

დამერწმუნეთ, დღეს საქართველოში ნამდვილად არ მეგულება უფრო ჯანსაღი - თავისი სულისკვეთებით და მიზნმიმართულებით საკრებულო, ვიდრეთავისუფალი აზრის დარბაზიამოგიწოდებთ ყველას, ვინცწინ საქართველოშიაგავერთიანდეთ, რომ ეს საკრებულო გახდეს. მართლაც, ქართველების, კეთილსინდისიერების, ინტელექტის დიდი შესაკრებელი. ჩვენ ეს შეგვიძლია.

ღმერთმა დაგლოცოთ





ელგუჯა მექვაბიშვილი პროფესორი თსუ ეკონომიკის კათედრის გამგე

ერთ ისტორიას შეგახსენებთ. 2003 წლის  დასაწყისში იმდროინდელმა ოპოზიციამ, აწგარდაცვლილმა ზურაბ ჟვანიამ და მისმა გუნდმა წამოიწყო ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანია, ორმელიც სწორედ საარსებო მინიმუმს ეხებოდა და პრეტენზიას უყენებდა ხელისუფლებას, რომელიც არ უზრუნველყოფდა ხელფასის საარსებო მინიმუმამდე გაზრდას.
მე, როგორც პროფესიით ეკონომისტმა, მიუხედავად იმისა, რომ შორს ვდგავარ პოლიტიკასთან, მომიწია დისკუსიებში აქტიური მონაწილეობის მიღება – პარალმენტში, უნივერსიტეტში, ტელევიზიაშიც გამოვედი და პრესაშიც გამოვაქვეყნე სტატია. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ოპოზიციის ოპოზიციაში არმოვჩნდი. მე, და ჩემი ყველა კოლეგა, გარდა ერთი-ორი დამწყები ეკონომისტისა, ვამტკიცებდით, რომ ეს შეუძლებელი იყო. გავიდა ერთი -ორი წელი , მაშინდელი ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვიდა, და დღეს ეს საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას.

მაშინ საქართველოს ბიუჯეტი 900 მილიონამდე ლარი იყო, დღეს თითქმის ორჯერ უფრო მეტია და ეს ყოფილი ოპოზიცია, რომელიც შესაძლებლად მიიჩნევდა მაშინდელი ბიუჯეტის ფარგლებში უზრუნველეყო მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმამდე აყვანა. ახლა ამბობს, რომ საკითხი გადატანილ იქნას 2008 წლისთვის. ე.ი. ამ საკითხშიც ისე მოიტყუა დღევანდელმა ხელისუფლებამ, როგორც ბევრ სხვა საკითხში.

ისმის კითხვა, რამდენად შესაძლებელია მინიმალურიხელფასის საარსებო მინიმუმამდე აყვანა? ეს საკმაოდ რთული პრობლემაა და ასე ხელის ერთი მოსმით მისი გადაწყვეტა არ ხდება. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც ეკონომიკური საფუძველი სჭირდება.

დღეს საარსებო მინიმუმი ერთ კაცზე არის 100 ლარი და ოჯახზე 255-265 ლარის ფარგლებში მერყეონს. მოგეხსენებათ, 150 ლარი არ მრავლდება ოთხზე, რადგან ოჯახში სხვა დანახარჯებიც არსებობს. რაც შეეხევა საშუალო ხელფასს, ის არის 125 ლარი.

მინიმალური ხელფასის ზრდისა და ზოგადად ადამიანთა ცხოვრების დონის ამაღლების საფუველია მატერიალური წარმოება, რომელსაც ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი, ლინდონ ლარუში „ფიზიკურ ეკონომიკას“ უწოდებს. უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ყოველივე ამაზე უნდა იზრუნოს მთავრობამ. რომელმაც უნდა წაახალისოს ბიზნესი და  ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინოს მას.

დღეს სახელმწიფო სამუსაო ადგილებს კი არ ქმნის, არამედ ყიდის იმ საწარმოებს, სადაც შესაძლებელია ადამიანების დასაქმება. სწორედ ამ მიზნით მოწვეულ იქნა ხელისუფლებაში ერთ-ერთი ოლიგარქი – კახა ბენდუქიძე,რომლის ნიჭიერებაში ჩვენ ეჭვი არ გვეპარება (სხვაგვარად ათობით მილიონებს ვერ იშოვიდა). მთავარია, ახლა საით არის მიმართული და რას ემსახურება ეს მისი ნიჭიდა უნარი. ბატონი ბენდუქიძე არის პერსოფინიცირებული ინტერნაციონალური კაპიტალი. მოგეხსენებათ, ასეთ კაპიტალს გლობალურ ეკონომიკაში სამსობლო არ გააჩნია. სამშობლო ამ კაპიტალისა იქ არის, სადაც მაქსიმალურ მოგებას ღებულობს.

მის უამრავი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ:“ იყიდება ყველაფერი სინდისისადა ნამუსის გარდა“, ან თუნდაც ის ფაქტი, რომ მან არ იცის, რა არის სტრატეგიული ობიექტი. ყველა ქვეყანაში არსებობს სტრატეგიული ობიექტის ცნება. მანამ, სანამ სტივენ მანმა (აშშ პრეზიდენტის თანაშემწე ენერგეტიკულ საკითხებში)არ უთხრა ჩვენს მთავრობას, რომ არ შეიძლება მაგიტრალური გაზსადენის გაყიდვა , რადგან ის არის სტრატეგიული ობიექტი, ჩვენს მთავრობას წარმოდგენაც  არ ჰქონდა, თუ რას ნიშნავდა სტრატეგიული ობიექტი.

გარდა ამისა, ბენდუქიძის ჩამობრძანების პირველსავე დღეებშიგაიჟღერა მოსაზრებამ, რომ მისი ამოცანაა ორ წელიწადში ეკონომიკის სამინისტროს გაუქმება და მან წარმატებით განახორციელა ეს. ნებისმიერ ქვეყანაში ეკონომიკის სამინისტროს ფუნქცია არის პრიორიტეტების შემუსავებამ ეკონომიკის, როგორც მთლიანი განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა და მის სხვადასხვა რგოლებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა. ამის ნაცვლად საქართველოში ეკონომიკის სამინისტრო ბატონი ბენდუქიძისა და მისი მიმდევრების ხელში უმნიშვნელოვანესი ობიექტის ხშირ შემთხვევაში წარუმატებელი გაყიდვების სუბიექტად გადაიქცა.

თუ ჩვენ მინიმალური ხელფასის საკითხს ბიუჯეტის კონტექსტში განვიხილავთ, დავინახავთ, რომ ბიუჯეტი გაიზარდა, მაგრამ როგორ და რის ხარჯზე? იგი გაიზარდა არასაგადასახადო შემოსავლებისხარჯზე, ანუ იმ ფულით, რომელიც წაართვეს ძველ ფუნქციონერებს. მე არ ვიცი, რამდენად სამართლიანად და კანონიერად განხორციელდა „ქასპროპრიატორთა და ექსპროპრიაცია“, მაგრამ ფაქტი კი ერთია – ბიუჯეტი უნდა იზრდებოდეს უპირატესად საგადასახადო შემოსავლებისხარჯზე, რომელსაც საფუძვლად უნდა ედოს ეკონომიკის აღმავლობა.

ულტრალიბერალური პოლიტიკის შედეგია ანტიმონოპოლისტური სამსახურის გაუქმება, რომელსაც ევალებოდა სამართლიანი კონკურენციის დაცვა. აქვე მინდა გითხრათ, რომ აშშ-ში პირველად, რაც კი გაკეთდა, ახალი ცივილიზირებული ეკონომიკის ცამოყალიბების პერიოდში, იყო ანტიმონოპოლიური კანონის მიღება და დღემდე ანტიმონოპოლიური სამსახური ითვლენა უძლიერეს სტრუქტურად, რომელიც ნებისმიერი ეკონომიკის განვითარების აუცილებელ სტიმულს და საფუძველს წარმოადგენს.

რა უნდა გაკეთდეს? უნდა მოხდეს ეკონომიკური პოლიტიკის ძირეული შეცვლა, ამ პოლიტიკის გატარების რესურსები საქართველოში არის, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ პროფესიონალიზმს, პატრიოტიზმს, პატიოსნებას ექნება გაქანება, არა მარტო, სიტყუვით, არამედ საქმითაც.

დღეს, როგორც მოქალაქე, ამ ქვეყნის შვილი გამოვთქვამ იმედს, რომ „თავისუფალი აზრის დარბაზის“ ძალისხმევითა და შემართებით და ღირსეულ ადამიანთა სულისკვეთებით შევძლებთ არსებული სიტუაციის უკეთესობისაკენ შეცვლას.


თეიმურაზ შაშიაშვილი , მოძრაობა “წინ საქართველოსერთ-ერთი ლიდერი


ბატონებოდღეს 4 ივლისიაამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე.

ნება მომეცითთქვენი სახელით გამოვხატოთ უდიდესი მადლიერება ამერიკელი ხალხისადმიამერიკის ხელისუფლებისადმისაქართველოსადმი განსაკუთრებულად კეთილი დამოკიდებულებისათვის და გულწრფელად მივულოცოთ ჩვენს მეგობარ ქვეყანას _ მსოფლიოში დემოკრატიული პროცესების დიდ გარანტს _ ამერიკის შეერთებულ შტატებსნაციონალური დღესასწაული.

დასაწყისშივე მინდა ჩემი და ჩემი კოლეგების სახელით მადლობა მოვახსენოთ ყველას _ განსაკუთრებით მეცნიერებსრომლებიც დაგვეხმარნენ კონფერენციის მომზადებაშისასიამოვნოარომ 30 პროფესორი და დოქტორი მონაწილეობენ კონფერენციის მუშაობაშიმოხარული ვარრომ კონფერეციაზე სიტყვა წარმოთქვესპროფესორმა ვალერიან ლორიამ.თსუ- კათედრის გამგემწარმატებულმასაინტერესო იურისტმა და კარგმა პიროვნებამპროფესორმა  -ნმა ელგუჯა მექვაბიშვილმაასევე თსუ- კათედრის გამგემწარმატებულმასაინტერესო იურისტმა და კარგმა პიროვნებამ,პროფესორმა -ნმა ელგუჯა მექვაბიშვილმა იგი არის ერთ-ერთი შესანიშნავი წარმომადგენელი თანამედროვე ეკონომიკური აზროვნებისრომლის გამოსვლებით ყოველთვის მოხიბლული ვარუაღრესად საინტერესო და დამაფიქრებელი იყო პროფესორ სულხან ქემომოკლიძის გამოსვლაჩვენთან ერთადაა გენერალი ვალერი ქვარაიაერთ-ერთი წარმატებული და საამაყო გენერალისხდომასაც _ პროფესორი მერაბ ჯიბლაძემოძრაობა “წინ საქართველოს” მთავარი კომიტეტის წევრი უძღვებაერთი სიტყვით პროფესორთა გარემოცვაში ვართ.

რამდენიმე სიტყვით 30 ივნისსრუსთაველის პროსპექტზე მომხდარ ამაზრზენ დარბევასთან დაკავშირებითდღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყნის მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ _პრაქტიკულად სახეშეცვლილმა “მოქკავშირმა“, შევარდნაძის მიერ შობილმა,გაზრდილმა პოლიტიკურმა ძალამ _ 30 ივნისს დაასრულა ავტოპორტრეტის შექმნა და წარდგენა ხალხისთვის რუსთაველის პროსპექზე და გვითხრარომ “ის არის ბნელი და უკუნი“.

ახლა სიტყვა ხალხზეათუ ჩვენც ასეთი ვართმაშინ ხელისუფლებას ვემსახუროთ და შევეგუოთ მასმწამს და მსჯერარომ ხალხში სინათლერწმენა და სიყვარულიახალხი სამოქალაქო და ეროვნული ღირსებით არის სავსე და არ დაუშვებს დიქტატურასარ გადაიქცევა ტომად და ვერ იგუებს ბელადობის მანიით შებყრობილსსიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდესმე პირადადსხვა გზას ვერ ვხედავგარდა ამ განწყობილებით ბრძოლისა.

ბედნიერი ვარშევარდნაძის ეპოქის ქუთაისის ციხის უფროსიდღეს კი ახალი “მოქკავშირის” _ “ნაცმოძრაობის” (საწყალი საქართველო ასეთი ნაციონალების ხელშითავჯდომარევინმე გიორგი არველაძე რომ მაკრიტიკებსბედნიერი ვარრომ ამ ხელისუფლების წევრი არ ვარარ ვიყავი და არც დღეს არ ვარ იმათთანვისაც ბატონი სააკაშვილი _ შევარდნაძის იუსტიციის მინისტრი _ ძველ ხელისუფლებაში “ფულის ტომრებს” ეძახდა და დღეს მისივე ხელისუფლებაში წამყვან ფიგურებს წარმოადგენენ _ “ნაციონალები“, საპარლამენტო და სახელისუფლებოუმრავლესობის წევრები პრეზიდენტის მეგობრები არიან.\ მეამაყებარომ არასდროს არც სოროსთანარც კმარასთანარც “თავისუფლებისინსტიტუტთან” არავითარი კავშირი არ მქონიაარასდროს “მოქკავშირისსიახლოვეს არ გამივლია და მასთან მუდმივად დაპირისპირებული რომ ვიყავიგადაბრუნებული აზროვნებაპოლიტიკური პროსტიტუციააბა რა შეიძლება ეწოდოს იმასრომ ისინივინც შევარდნაძის “მოქკავშირელები” იყვნენ და მაშინ მე  იმისთვის მებრძოდნენ, “რატომ “მოქკავშირში” არ ხარ და შევარდნაძეს ასე რატომ აკრიტიკებო”. ისინი ვინც შევარდნაძეს ხოტბა-დიდებას ასხამდნენ მაშინროცა თვით შევარდნაძე საჯაროდ ამბობდა _ “შაშიაშვილმა თავისი კრიტიკით საერთოდ გამაშიშვლამე ასე ოპოზცია არ მაკრიტიკებსო” _ დღეს საკუთარ თავს არა შევარდნაძიდანარამედ უცხოპლანეტიდან მოსულ ახლებად თვლიან და ხალხს გონებაში უტენიან აზრსრომ მე ვარ შევარდნაძის ხელისუფლების წევრიღმერთმა შეუნდოთყველაზე მძიმე და ძნელი იმის შეგრძნებაარომ ხედავ არაერთსრომელსაცსჯერა ამ მოღალატეებისგამყიდველებისყალბი ეროვნული პათოსის მქონე,ძალაუფლების მოყვარული ავადმყოფების - ძალაუფლების შენარჩუნებისათვის მშობელსაც და სამშობლოსაც რომ გაყიდიანბევრმა რომ თავისი სამშობლო გაყიდა და გვარი ქართული მიიღო _ ეს დღეს ურწმუნოთათვისაც კი არ არის უცხოხელისუფლების მხრივ მწვავე რეაქცია ამ დარბაზში და შემდგომ პრესაში ჩემს იმ გამოსვლას რომ მოჰყვასადაც ვთქვირომ მაშინროცა ქუთაისში კათოლიკეებსა და გრიგორიანელებს ერთი ეკლესია ჰქონდათეროვნებით სომეხ დორდომიანთან ერთად - სააკაშვილის ბაბუაც ტერტერა სააკოვი მოღვაწეობდა  ეს ჩემთვის გასაგებიაეს ისტორიული სიმართლეა და თავის დროძე ტერტერა სააკაშვილზე წერდნენ იაკობ გოგებაშვილიც და ილია ჭავჭავაძეც.

  არ დავიღლები იმის გამეორებითრომ სომხები სომხური გვარით და გრიგორიანული ეკლესიისადმი პატივისცემით ჩემი და ყველა ნამდვილი ქართველის მეგობარი და ძმაამაგრამ გვარშეცვლილი ქართველიცსომეხიცაზერბაიჯანელიც _ უბედურებაა თავისის ერისთვისაც და იმ ერისთვისაცვის ერთგულებისთვისაც ფიცს დებსმე იმიტომ ვცემ პატივს ბატონ მალხაზ შალიკაშვილსრომ მან არც გვარი შეიცვალა და არც ეროვნებამაგრამ ძალა ჰქონდა და მსოფლიოში ცნობილი ადამიანი გახდაერთი სიტყვით საფიქრალი ბევრი გვაქვსჩვენ არაერთი მწვავე დისკუსია გველოდება სექტემბერ-ოქტომბრიდან “თავისუფალი აზრის დარბაზში”. დღევანდელი კონფერენცია და ჩვენი ბოლო შეხვედრა საზაფხულო შესვენების წინ მართლაცუმნიშვნელოვანესი და განსაკუთრებულია.

  ჩვენი დღევანდელი კონფერენციის სტენოგრაფიული ჩანაწერი ერთი კვირისშემდგომ გამოვაეს კი პეტრე-პავლობის დღესასწაულს ემთხვევამინდა წინასწარმოგილოცოთ და გაგახსენოთქრისტე პეტრეს _ კლდესავით ძლიერს და პავლეს _ზღვა სიყვარულით სავსეს უწოდებდა. “წინ საქართველო” კლდესავით ძლიერი დაზღვა სიყვარულით სავსე მოძრაობა უნდა იყოსჩვენ ეს ვთქვით 8 თებერვალს –დავით აღმაშენებლის დღესყოველთა ძლიერთა დღეს – ჩვენი მოძრაობისდაფუძნების დღეს… თქვით გელათში დავით აღმაშენებლის საფლავზე თითოეულ ჩვენთაგანს გაცნობიერებული გვაქვს პასუხისმგებლობა ყოველივე ამისათვისგილოცავთპეტრე-პავლობასსაკუთარ თავს, ყველა დამფუძნებელს და წევრს,მთელ საქართველოს ვუსურვოთ კონფერენციის სახელითრომ გვეცხოვროსსაქართველოში ქართულადრწმენით და სიყვარულით.



 კონფერენციის რეზოლუცია


თანამშრომლობისათვის მოვუხმოთ ყველას, ვისაც გააჩნია სამოქალაქო და ეროვნული ღირსება, ვისთვისაც ძვირფასია ადამიანი და მისი სიცოცხლე, ვისაც ყოფნის სიამაყე და გამბედაობა შეებრძოლოს გათავხედებულ ხელისუფლებას.


1. კონფერენცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის მოსახლეობა მოატყუა, 2005 წლის 1 ივლისიდან არ შეასრულა „ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი“ – 2003 წლის 7 მაისს შეტანილი ცვლილება - დასაქმებული ადამიანის მინიმალური ხელფასის საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმამდე გაზრდის თაობაზე.


2. იმის გათვაისწინებით, რომ დაირღვა კანონის მოთხოვნები, უპირველესად ის, რომ 2005 წლის 1 ივლისამდე პრეზიდენტის ბრძანებულებით არ განისაზღვრა მინიმალური ხელფასისა და საარსებო მინიმუმის ოდენობა - მომზადდეს სარჩელი კონსტიტუციის სასამართლოში შესატანად.


3. მობილიზაცია გაუკეთდეს მოძრაობას შრომის კანონთა კოდექსში მინიმალური ხელფასის თაობაზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ და მისი მიღების შემთხვევაში მომზადდეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად.


4. გაცხადდეს, რომ სამოქალაქო მოძრაობა „წინ საქართველო“ - ს დამფუძნებლები და წევრები კატეგორიულად მოითხოვენ ხელისუფლებისგან მიღებული კანონის შესრულებას - მინიმალური ხელფასის გაზრდას საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმადე და მოითხოვენ, რომ ეს შეეხოს არა მხოლოდ დასაქმებულთ,  არამედ, პენსიონერებს, ხიზნებს, სტუდენტებს, უმუშევართა სტატუსის მქონეთ.


5. სამოქალაქო მოძრაობა „წინ საქართველო“-ს დამფუძნებლები და წევრები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ უარყოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს საშუალო მომხმარების ხელფასი შეადგენს 115 ლარს - ანუ ზუსტად იმდენს, რამდენიც მათივე მტკიცებით ოპოზიციაში ყოფნის დროს, ჯერ კიდევ 2001 -2003 წლებში იყო უფრო მეტიც, სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, 2005 წლის მარტში  საარსებო მინიმუმმა შრომისუნარიანი მამაკაცებისათვის 154,0 ლარი შეადგინა. საშუალო მომხმარებლისათვის - 135, 1 ლარი . ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ივნისის ოფიციალური მონაცემებით 150 ლარს აჭარბებს... დამოუკიდებელი ექსპერტები - საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმად 250, 0 ლარს მიიჩნევენ, ამას დაადასტურებს თვით მოსახლეობა, რომელიც კარგად ხედავს, რომ 2001, 2002 წლების შემდეგ ცხოვრება პრაქტიკულად 2-ჯერ გაძვირდა.


6. კონფერენცია მიიჩნევს რა ქვეყნისათვის უმთავრეს საკითხად ადამიანის ბუნებით და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, რომ საქართველოში ბავშვი გამოცხადდეს განსაკუთრებულ პრიორიტეტად და მიღებული იქნას კანონი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საბავშვო ბაღებისა და სახლების სრულ სახელმწიფო უზრუნველყოფაზე გადაყვანის თაობაზე, ელემენტარულ სკოლასა და სპეციალიზირებულ საგანმანათლებლო სკოლაში ( მათემატიკის, ფიზიკის და სპორტის... ) კვების ორგანიზაციის თაობაზე.


7. სამოქალაქო მოძრაობა „წინ საქართველო“ - კვლავ ადასტურებს თავის პოზიციას იმის თაობაზე, რომ განათლება საქართველოში კონსტიტუციურად გამოცხადდეს პრიორიტეტად და  შემოღებულ იქნას ანაზღაურების ისეთი სისტემა, რომლის  მიხედვითაც საშუალო სკოლის და მასთან გათანაბრებული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის ხელფასი - ერთი ლარით მაინც უნდა აღემატებოდეს მხარის გუბერნატორის ხელფასს. უმაღლეს სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლის სამეცნიერო და კვლევითი დაწესებულებების მეცნიერთანამშრომლების ხელფასი ერთი ლარით უნდა აღემატებოდეს მინისტრის ხელფასს. აკადემიკოსის, აკადემიის წევრ-კორსესპონდენტის ხელფასი - ერთი ლარით მაინც უნდა აღემატებოდეს პრეზიდენტის ხელფასს.


8. კონფერენცია თვლის, რომ „წინ საქართველო“  -მ დაიწყოს ბრძოლა მეანაბრეთა დაცვისთვის და აიძულოს ხელისუფლება შეასრულოს მისივე წინასაარჩევნო დანაპირები, მეორეს მხრივ შექმნას კომპეტენტურ პირთა ჯგუფი და შეეცადოს ამ საკითხის სიღრმისეულად შეცვლას.


კონფერენცია მხარს უჭერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა ერთი ჯგუფის მიერ წარდგენილ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად უარი თქვა ოპოზიციაში ყოფნის დროს და შემდეგ , 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოსახლეობისათვის მოცემულ დაპირებაზე, გამარჯვების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დააბრუნებდა მოქალაქეებისაგან მიტაცებულ ანაბრებს.


დღემდე ბნელით არის მოცული ეს უდიდესი აფიორა, რაც მთავარია, გაირკვეს, როს ხარჯზე მოხდა იმ ადამიანების გამართლება, რომელთაც დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციაში ყოფნის და საპარლამენტო საარჩევნო კამოპანიის დროს მთავარ დამნაშავეებად თვლიდნენ.


9. კონფერენცია უკანონოს უწოდებს ხელისუფლებასა და პროფკავშირების ხელმძღვანელობას შორის, პროფკავშირის წევრების ზურგს უკან მომხდარ გარიგებას, რომლის მიხედვითაც პროფკავშირის მთელი ქონება გადაეცა სახელმწიფოს და საჭიროდ თვლის მომზადდეს სარჩელი ამ შეთანხმების წინააღმდეგ. კონფერენცია მხარს უჭერს მოძრაობა „წინ საქართველო“ -ს პოზიციას - პროფკავშირების მთელ ქონებას მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი კომისიის (თითო წევრი ყოველი გაზეთიდან და ყოველი ტელევიზიიდან) მიერ გაყიდვის თაობაზე და მიღებული თანხით ( რომელიც წინასწარი გათვლებით ცეკავშირის სისტემის, შემოქმედებით კავშირებს, ნებაყოფლობითი სპორტული და სხვა საზოგადოების ქონების  ჩათვლით  - 1 მილიარდ ლარს აჭარბებს). მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ( დასაქმების) და საზოგადოებრივი საპენსიო ფონდების შექმნის თაობაზე.

კონფერენცია იზიარებს ექსპერტთა დასკვნას, რომ ამ გზით ორი, მაქსიმუმ სამი წლის განმავლობაში რეალურად მოიხსნება უმუშევრობის დღევანდელი სიმძიმე და დაწყებული 1სექტემბრიდან, რამდენჯერმე გაიზრდება პენსიები და მიაღწევს საარსებო მინიმუმის დონეს.

10. კონფერენცია იზიარებს პრეს-რელიზში ჩამოყალიბებულ პოზიციას, განსაკუთრებით იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით არსებული რეალური მდგომარეობა, რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაზედაც ხელისუფლება საუბრობს (ხელისუფლების სატელევიზიო აღმშენებლობისაგან), რომ იგი უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, რომ თუ მთელი პოტენციალი, როგორც სამეცნიერო, ასევე არასამთავრობო სექტორის, განსაკუთრებით მასმედიის არ იქნა გამოყენებული, როგორც პრობლემების შესწავლის, ასევე მისი დაძლევის პროგრამის შემუშვების, მის შესრულებაზე სახელისუფლებო კონცენტრაციისა და შესრულების კონტროოლის მიზნით, მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი ჯგუფების შექმნისათვის - ერთი-ორი წლის შემდეგ საერთოდ შეუძლებელი გახდება ამ პრობლემის დაძლევა. სწორედ ამიტომ კონფერენცია მიზანშეწონილად მიიჩნევს გამოცხადდეს ივლის-აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბრის თვეები - პრაქტიკულ მოქმედებათა გააქტიურების თვეებად, მოხდეს რეალური დემოკრატიისათვის ბრძოლისჯგუფის შექმნა... ოქტომბერში ჩატარდეს რეგიონული და მთელი ქვეყნის მასშტაბითაც კონფერენციები ანალოგიურ საკითხზე.ყველაფერი შეჯამდეს ნოემბრის დიდ ფორუმზე - ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ამ ფორუმზე დამტკიცდეს მოქმედების შემდგომი პროგრამა


11. კონფერენცია მოსახლეობას ნდობით აღჭურვილი ჯგუფებისათვის, რეალური დემოკრატიის ჯგუფებისათვის გამოყოფს რამდენიმე კონკრეტულ მიმართულებას:


- შესწავლილ იქნას და მოსახლეობას მიეცეს სრული ინფორმაცია იმის თაობაზე, რა ფული შედის ბიუჯეტში ( როგორც რაიონის, ქალაქის, ასევე ქვეყნის) რომელი სფეროდან, სად იხარჯება, რაზე იხარჯება, რისი გაკეთება რა უჯდება ხალხს და ქვეყანას.

- შესწავლილ იქნას, როგორ სრულდება 2001 წლის 28 სექტემბრის კანონი „დასაქმების შესახებ“

აღნიშნული კანონის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთათვის დასაქმებაში ხელის შეწყობისა და უმუშევრობის უარყოფითი შედეგების შემცირების მიზნით,  დასაქმების სახელმწიფო სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ერთად შემუშავებული უნდა ჰქონდეთ დასაქმების ადგილობრივი პროგრამები, რომლებიც დამტკიცებული უნდა იყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ და ეს პროგრამები ცნობილი უნდა იყოს მოსახლეობისათვის.

დასაქმების ადგილობრივი პროგრამა უნდა მოიცავდეს ღონისძიებებს, რომელთა მიზანია:

ა) არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;

ბ) ადგილობრივი შრომის ბაზრისა და ეკონომიკური პოტენციალის კვლევა შრომითი რესურსების ეფექტიანად გამოყენებისათვის;

გ) მცირე და საოჯახო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა, სამუშაო ადგილების შექმნისა და შენარჩუნებისათვის;

დ) უმუშევართა ფინანსური, ტექნიკური და ინფორმაციული დახმარება სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისათვის;

მოსახლეობამ უნდა იცოდეს კანონის ეს და სხვა მოთხოვნები, ნდობით აღჭურვილი ჯგუფების საშუალებით ანხორციელებდეს კონტროლს მის შესრულებაზე.


12. „წინ საქართველო“ „თავისუფალი აზრის დარბაზში“ კონფერენციაზე საჯაროდ აცხადებს, რომ საუბარია ხელფასების არა მექანიკურ ზრდაზე, არამედ ბიზნესის და მეწარმეობის განვითარებით სიცოცხლის უფლების დაცვაზე, სახელმწიფოში ფასეულობათა მთელი სისტემის გადახედვაზე ინტელექტის ჯეროვნად დაფასების დამკვიდრებისათვის, რომ  ხელისუფლება იყოს ხალხის და არა პირიქით, როგორც ეს დღეს არის, როცა განათლება და ხალხი ესაუბრება ხელისუფლებას.


13. კონფერენცია თვლის, რომ მოძრაობა „წინ საქართველო“ -მ უაღრესად მნიშვნელოვანი თემა გამოიტანა სახალხო სამსჯავროზე. გამოჩნდებიან ოპონენტებიც, რაც კანონზომიერად უნდა ჩაითვალოს.


კონფერნცია მხარს უჭერს „წინ საქართველოს“ ლიდერთა პოზიციას, მოსახლეობასთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრების თაობაზე, ქვეყანაში სოციალური კუთხთ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. სასურველია, ეს იყოს, როგოც ტელევიზიითა და პრესით, ასევე - ღია შეხვედრებით  - თბილისში, აჭარაში, სამაჩაბლოში, კოდორის ხეობაში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა - ლეჩხუმში, სვანეთში. ..

საქმისთვის სასარგებლო იქნება შეხვედრები მეცნირებათა აკადემიაში, შემოქმედებით კავშირებში. უმაღლეს სასწავლებლებში, მედიცინის სფეროს წარმომადგენლებთან, სპორტსმენებთან, ახალგაზრდებთან, ვეტერანებთან, ხიზნებთან.

კონფერენცია იწონებს „წინ საქართველოს“ პოზიციას, რომ შესაბამისი წინადადების შემთხვევაში ეწვიონ სამინისტროებს და უწყებებს და მათი მონაწილეობით განიხილონ კონფერენციის ყველა დოკუმენტი, მოხსენებითა და რეზოლუციით დაწყებული - გამოსვლებით დამთავრებული.

&nbsp;

14. კონფერენცია ეყრდნობა რა პრეზიდენტ სააკაშვილის საჯარო განცხადებას იმის თაობაზე , რომ ორ კაცსაც თუ ექნება მისგან განსხვავებული მოსაზრება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, პრეზიდენტი მათ შეხვდება, სთავაზობს მას (პრეზიდენტს) შეხვედრას „თავისუფალი აზრის დარბაზთან“ , რომელსაც სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ვიდრე პრეზიდენტის „სატელევიზიო აღმშენებლობაა“ . კონფერენცია მხარს უჭერს „წინ საქართველოს“ წინადადებას, პრეზიდენტთან პირდაპირი სატელევიზიო შეხვედრის თაობაზე.


კონფერენცია მიმართავს ქვეყნის პრეზიდენტს და მთავრობას, ოპოზიციასთან ერთად მომზადდეს ნოემბრის კონფერენცია: „ დამიანისთვის ბუნებით ბოძებული და კონსტიტუციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დაცვის მდგომარეობა საქართველოში“

15, კონფერენცია თვლის, რომ ათი დღის განმავლობაში უნდა მომზადდეს და გამოიცეს კონფერენციის სტენოგრამა, რომელიც, ამავე კონფერენციის მე - 13 და მე-14 პუნქტის გათვალისწინებით დაეგზავნოს:

- საქართველოს პრეზიდენტს,

- სახელმწიფო კანცელარიას,

- სამინისტროებს,

- სხვა სახელმწიფო უწყებებს,

- გუბერნატორებს, მერებსა და გამგებლებს,

- მეცნიერებათა აკადემიას და აკადემისი სისტემის დაწესებულებებს,

- განათლების სისტემის ყველა დაწესებულებას,

- არასამთავრობო ორგანიზაციებს,

- დიასპორებს,

- საინფორმაციო საშუალებებს,

- ცნობილ ექსპერტებს,

- საქართველოში აკრედიტირებულ უცხოეთის ქვეყნების საელჩოებსა და მისიებს,

- გავრცელდეს მოსახლეობაში.

თანამშრომლობისათვის მოვუხმობთ ყველას, ვისაც გააჩნია სამოქალაქო და ეროვნული ღირსება, ვისთვისაც ძვირფასია ადამიანი და მისი სიცოცხლე, ვისაც ყოფნის სიამაყე და გამბედაობა შეებრძოლოს გათავხედებულ ხელისუფლებას.


თავისუფალი აზრის დარბაზი

6 ივლისი 2005 წელი

სტენოგრაფიული ჩანაწერი

No comments:

Post a Comment