"თეთრი" ოდითგან იყო სისპეტაკის, სისუფთავის, ღვთიური ნათელის, სიამაყის სინონიმი. ქართულ ზეპირსიტყვიერებაში, თუ პოეზიის ბუმბერაზთა შემოქმედებაში თეთრი განასახიერებდა ყოველთვის ამაღლებულს, მიწიერ ამაოებათა ზედა;
`თეთრი რაში~, `თეთრი გედი~, თეთრი მანდილი~. . . ქედუხრელობის, სინატიფისა და კდემამოსილების რა სიმბოლოებია ამ სიტყვებში, როცა უკვდავ ნაწარმოებებს ვკითხულობთ, თუ ტკბილხმოვან ქართულ სიმღერას ვისმენთ.
ღვთისმშობლის კალთისფერ ფონზე დაბლა დაშვებული მახვილი ვაზის მტევნებით, "თეთრების" გერბის იდეა გვისახსოვრა ჩვენი დროის უდიდესმა ხელოვანმა მერაბ ბერძენიშვილმა და მხატვრულად განახორციელა ცნობილმა მხატვარმა გოგი წერეთელმა.
დიახ, ემბლემაზე ვაზია – ქართველისათვის მარადიული სიცოცხლის სიმბოლო, ხოლო დაშვებული ჯვრისებრი მახვილი მრავალ ჭირ-ვარამგამოვლილ უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში მშვიდობიანი აღმშენებლობის დამკვიდრებისაკენ ერის სწრაფვაა. მაგრამ, მახვილი ყოველთვის მზადაა აღიმართოს სამშობლოს ინტერესების დასაცავად.
«Белый» издавна являлся синонимом белизны, чистоты, божественного света, гордости. В грузинской устной словесности, или в творчестве гигантов поэзии белый всегда олицетворял возвышенное, превосходящее суету земную;
«Белый конь», «белый лебедь», «белый платок»… Преклонение, изящность, скромность – какая символичность в этих словах, когда читаешь бессмертные произведения, или слушаешь сладкозвучные грузинские песни!
Опущенный меч с гроздьями винограда на фоне одеяния Богоматери – идею такого герба преподнес нам величайший творец нашего времени Мераб Бердзенишвили, а художественно оформил известный художник Гоги Церетели.
Да, лоза на эмблеме– для грузина символ вечной жизни, а опущенный крестоподобный меч – стремление нации к установлению мирного созидания в древнейшей, прошедшей сквозь многие беды и тяготы, христианской стране. Однако меч всегда наготове взмыться на защиту интересов Родины.
No comments:
Post a Comment