აქციის ორგანიზატორებმა ცენტრალურ ბაღში კარვები გაშალეს, სადაც მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. "სააკაშვილი აღარაა ქართველი ხალხის პრეზიდენტი. ამ აქციით დაფიქსირდება, რომ ქართველ ხალხს არ უნდა ის პრეზიდენტად და უკვე მის სინდისზე იქნება, დარჩება თუ გადადგება," – განაცხადა ორგანიზაციის წევრმა ბაჩუკი ჩხეიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის" ერთი თვეა ჩამოყალიბდა. მისი დამფუძნებელია კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე.
ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქცია 19 დეკემბერს, 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ გადაინაცვლებს.
ქუთაისში პრეზიდენტის გადადგომის მსურველებს თავიანთი ხელმოწერის დაფიქსირების შესაძლებლობა 4 იანვრამდე ექნებათ.
No comments:
Post a Comment