Dec 14, 2012

ნაცმოძრაობის მმართველობის ქართული პარადოქსები

სამწუხარო რეალობა - ქართული პარადოქსები


1). ლარი მყარდება, ინფლაცია იზრდება, ფასების ზრდა კატასტროფულ მასშტაბებს იღებს. მოსახლეობის ძარცვა გრძელდება.

2) საქართველოში ბენზინი ღირს 37,4% - ით, ხორცი 41,8% - ით, კვერცხი - 24,1%-ით, მოუხდელი რძე 52,9% - ით, ტელეფონით საუბარი - 5-ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე ამერიკაში, მაშინ როცა საქართველოში 10-ჯერ ნაკლებია საშუალო ხელფასი, ვიდრე ამერიკაში.

3) უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებული ანალიზით, ქართული ფარმაცევტული კომპანიების პროდუქციაზე ფასები გაზრდილია 150, 200, 350 პროცენტით. არცთუ იშვიათად, 700 და 900 პროცენტით (!!!)


საქართველოში დამზადებულ მედიკამენტები სომხეთში 30-40% -ით იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში.

როგორც ჩანს, ავადმყოფები ხელისუფლებისათვის დიდ ბიზნესად იქცნენ.

4) „დემოკრატიის შუქურად“ წოდებულმა ხელისუფლებამ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში 111 ადვოკატი გაასამართლა. არც ერთი მოსამართლე და პროკურატურის არც ერთი მაღალჩინოსანი არ გასამართლებულა.

საბჭოთა რეჟიმის დროს, რომელსაც რეიგანი „ბოროტების იმპერიას“ უწოდებდა, მთელი 70 წლის მანძილზე 80 ადვოკატზე მეტი ვერ გაასამართლეს.

5) საქართველოში ბოლო 20 წელია არც პოლიტიკური ხელისუფლება ხდება შეცვლილა და არც სახელმწიფო იდეოლოგია: იყო „მოქკავშირ“ - აღორძინება“ დარჩა იგივე ხალხი პარტიის შეცვლილი სახელწოდებით.

6) საქართველოს პარლამენტმა დაკარგა თავისი პოლიტიკური ფუნქცია და რეალურად წარმოადგენს პრეზიდენტის მეგობარ , ან მისი ნდობით აღჭურვილი ბიზნესმენების კლუბს. ექსპერტთა აზრით, პარლამენტარები აკონტროლებენ ბიზნესის 80%-ზე მეტს.

7) ღარიბი ქვეყნის მდიდარი ხელისუფალთა შვილები სწავლობენ მსოფლიოს საუკეთესო საგანმანათლებლო ცემნტრებში. ექსპერტთა აზრით, ხელისუფალთა ოჯახებთან და ახლობელთა წრესთან დაკავშირებულთა სწავლება უცხოეთში ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდი დოლარი ჯდება.

8) საქართველოში პოლიტიკური ფუნქცია დაკარგა პარლამენტმა... პოლიტიკური ფუნქციის მატარებლელნი არიან:
• პოლიცია,
• უშიშროება,
• პროკურატურა,
• საბაჟო,
• საგადასახადო,
• „თავისუფლების ინსტიტუტი“,
• პრეზიდენტის მეგობართა ფარული გუნდი

9) მასწავლებლების, კულტურისადა სპორტის მუშაკების ექიმების, მეცნიერების ხელფასებს - 100-200 ჯერ აღემატება მაღალჩინოსანთა შემოსავლები

10) საქართველოს საგარეო ვალი (ოფიციალურად აღებული 10 მილიარდი დოლარი) - მეტია, ვიდრე საქართველოს ბიუჯეტი

11) საქართველოდან გატანილი პროდუქცია - ექსპორტი (ძირითადში ნედლეული) და საქართველოში შემოსული პროდუქცია - იმპორტი (ძირითადში - სამომხმარებლო პროდუქცია) - სამუშაო ადგილებს უცხოეთში ქმნის... ექსპორტიც და იმპორტიც სამუშაო ადგილებს უცხოეთში ქმნის, საქართველოში უმუშევრობას აძლიერებს

12) დემოკრატიულ ქვეყნებში ბიზნესის მთავარი ღერძი საბანკო სექტოზე გადის - აშშ-ში 2-5%, გერმანიაში - 3-5%, საერთოდ დემოკრატიულ ევროპაში - 5% -ს არ აღემატება წლიური საბანკო განაკვეთი. საქართველოში თვიური 3%-იანი სესხის აღებაც კი ჭირს

13) საქართველოში უცხოეთის გრანტებს პრეზიდენტის ოჯახი და მისი გარემოცვა განაგებს. ამ საქმის მთავარი კოორდინატორი და პატრონი პრეზიდენტის მეუღლეა.

14) მთელს მსოფლიოში ხელისუფლება აზროვნებაა. საქართველოში - ასაკი და ქართული ტრადიციებისადმი უპატივცემულობა.

საქართველოში თანამდებობებს წარმატებულად იჭერენ:
• ეკლესიათა მნგრეველები;
• კომპრომენტირებულნი;
• მკვლელები;
• ფულიანთა შვილები;
• მიტინგების მრბეველები;
• სახლების მნგრეველები;

საკადრო პოლიტიკას პრეზიდენტთან ერთად განაგებენ:
• „თავისუფლების ინსტიტუტი
• თანამედროვე პავლიკ მოროზოვები, ანუ პარტრაიკომის მდივნების გასოროსებული შვილები, პრეზიდენტის მონებად ქცეული „მხედრიონელები“

No comments:

Post a Comment