ჩვენ, სხვადასხვა თაობის, საქართველოს ყველა მხარის, ყველა ეთნიკური ჯგუფის, მსოფლიოს 30 ქვეყანაში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა, 20-ზე მეტი პროფესიისა და ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლებმა – ხანგრძლივი თანამშრომლობის, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების შესწავლის, პროგრამული დოკუმენტების შედგენის, კავკასიის ქვეყნების, ევროპის, ამერიკის, რუსეთის, ჩინეთის, თურქეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, რიგი სხვა ქვეყნების პოლიტიკურ, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და შემოქმედებით წრეებთან საქმიანი კონტაქტების დამყარების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება განსხვავებული პრინციპებით ახალი ტიპის პოლიტიკური ძალის შექმნის თაობაზე.
ჩვენ ვქმნით პოლიტიკურ ძალას, რომლისთვისაც მისაღები იქნება მხოლოდ ნიჭის, გამოცდილების, პროფესიონალიზმის, კანონის უზენაესობის ძალაუფლება. ვინ ვართ ჩვენ, ვინც ვდგავართ ამ ახალი ტიპის პოლიტიკური პარტიის შექმნის პროცესის დასაწყისთან?
• არც ერთი ჩვენგანი არც ”მოქკავშირის”, არც ”აღორძინების”, არც ”ნაცმოძრაობა-დემოკრატების” ხელმძღვანელობაში და არც მათ მიერ შექმნილ მთავრობებში არ ვყოფილვართ;
• ჩვენ თავიდანვე მკვეთრად უარყოფითი პოზიცია გვქონდა ”მხედრიონის”, ქურდების (განსაკუთრებულად, პოლიტიკურის), ხელისუფლებისაგან კონტროლირებადი ბიზნესის მიმართ; • არც ერთს პოლიტიკური მიზნით არც გვარი, არც ეროვნება და არც სარწმუნოება არ შეგვიცვლია;
• თითოეულ ჩვენგანს მიგვაჩნია, რომ შეურაცხმყოფელია როგორც პროამერიკულობა, როგორც პრორუსულობა, ისევე ნებისმიერი სხვა ქვეყნის ინტერესების მსახურება, რომ მთავარია ქართული ღირსებით და საქართველოს ინტერესებით ცხოვრება, რადგან ასეთი პოლიტიკოსი არც ერთ ქვეყანას არ ებრძვის;
• ჩვენ ვაფიქსირებდით მძიმე განწყობას პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიმართ, მაგრამ, ამავე დროს, არც ე.წ. ”ვარდების რევოლუციას” ვუჭერდით მხარს, არც ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1 წლით ადრე მოქმედი პრეზიდენტის ასეთი ფორმით ცვლა მიგვაჩნდა მართებულად;
• ჩვენ ვაღიარებთ, რომ ე.წ. ”ვარდების რევოლუცია” იყო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომ ”მოქალაქეთა კავშირს” ერთადერთი გზა ჰქონდა ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობაში დარჩენისათვის – სახელისუფლებო გადატრიალების მოხდენა და რომ არა ეს უკანასკნელი, ”მოქალაქეთა კავშირი” წასული იყო პოლიტიკური არენიდან ბუნებრივი გზით – არჩევნებით.
• ჩვენ ვაღიარებდით, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში პიროვნება მის პოლიტიკურ გუნდთან და რეჟიმთან ერთად, რაც დრომაც დაადასტურა;
• ჩვენ ვიცავდით უნივერსიტეტისა და მეცნიერებათა აკადემიის ღირსებას, განათლების სისტემას ვიცავდით დამანგრეველი რეფორმებისაგან, მეცნიერებასა და ხელოვნებას _ ხელისუფლების უღირსი შეტევებისაგან, ვიდექით დავით აღმაშენებლის ძეგლთან და გამოვდიოდით ძეგლის გადატანის წინააღმდეგ, რადგან მიგვაჩნდა რომ ხელისუფლების მხრიდან ეს იყო ქართული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისა (მართლმადიდებელი ეკლესია, მეცნიერებათა აკადემია, უნივერსიტეტი, შემოქმედებითი კავშირები) და ქართული ყოფისა და ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლის მეორე გადამწყვეტი ეტაპი. დიდმა ქართულმა ერთობამ შესაძლებელი გახადა ქართული იდეის გადარჩენა და ამის კარგი მაგალითია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ”წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის” გახსნა;
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ გვინდა პარტიაში მოვიდნენ ის ადამიანები, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთიანობა ანუ ის, რისკენაც მოგვიწოდებდა დიდი ილია: "აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა".
ჩვენ გვინდა პარტიაში მოვიდნენ ის ადამიანები, რომელთაც ერთობის საფუძვლად არ მიაჩნიათ სიძულვილი, ქვეყნის მართვისათვის – არ ეძებენ გარე ძალას, პოლიტიკურ საქმიანობაში – არ იყენებენ შავ ფულს, გლობალიზაციის პროცესში მონაწილეობისათვის – აუცილებელ პირობად არ მიაჩნიათ უთვისტომობა, პოლიტიკაში არსებობისა და პოლიტიკოსობისათვის – ღალატი, რომელთაც უგულვებელყოფა არ გაუკეთეს ქვეყნის გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს – ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, აზებაიჯანელებს, სომხებს, რუსებს, ებრაელებს, ბერძნებს..., რომლებიც მხარს უჭერენ ბიზნესს და რომელთაც ბიზნესად არ აქციეს პოლიტიკა და ხელისუფლება.
დრო ადასტურებს: განაწყენებულთა, დაპირისპირებულთა, გაბოროტებულთა, რევანშისტთა, სიძულვილით გაერთიანებულთა მოძრაობას არასდროს არ მოაქვს სიკეთე. ჩვენთვის კარგია ის, რაც კარგია საქართველოსათვის და არასოდეს იმას არ შევთავაზებთ ხალხსა და ქვეყანას, რაც კარგი იქნება მხოლოდ ჩვენთვის – პარტიისათვის, მაგრამ ქვეყნისათვის იქნება ცუდი. ეს მწარე გამოცდილება ჩვენს ქვეყანას წინ უდევს, ამით აცხოვრებენ პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები საქართველოს თითქმის ორი ათეული წელია _ და შედეგიც უმძიმესი გვაქვს.
დრო ადასტურებს, რომ ქვეყნისთვის თანაბრად დამანგრეველია კოსმოპოლიტიზმიც, სეპარატიზმიც და ურა-პატრიოტიზმიც, სარწმუნოების უგულებელყოფაც, რელიგიური ფანატიზმიცა და ეკლესიის პოლიტიზებაც, სხვა ქვეყნის (როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს) იდეოლოგიის, ცხოვრების წესის გაფეტიშებაც და ეროვნული ჩაკეტილობაც.
დრო ადასტურებს, რომ, როცა ქვეყნისადმი მტრულად განწყობილ გარე ძალებს რომელიმე ქვეყნის დამონება და მისი ეროვნული ცნობიერების მოსპობა უნდათ, ამ ქვეყნის სათავეში მოჰყავთ ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული ხელისუფლება (ასეთივე ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი მორჩილი ელექტრონული მედია), რომლის საშუალებითაც ამშევენ და აუძლურებენ ამ ქვეყნის მოსახლეობას, რომ ადვილად მართონ, ადვილად მოისყიდონ, _ გონებით კი არა, კუჭით აცხოვრონ. სამწუხაროდ, ზუსტად ამას უკეთებენ საქართველოს _ უძველესი კულტურის ქვეყანას. ჩვენ გვწამს, რომ საქართველოს მომავალი იმ ქართულ პოლიტიკურ ძალასთან, გაწონასწორებულ და სახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე იმ პოლიტიკოსებთან არის დაკავშირებული, რომელთაც:
• ხელისუფლების მთავარ ფუნქციად მიაჩნიათ ისეთი კონკურენტული გარემოს შექმნა და ისეთი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, სადაც ყველას ექნება საკუთარი ნიჭის, უნარისა და შესაძლებლობების რეალიზების თანაბარი პირობები;
• უცხოეთთან ურთიერთობის მთავარ საყრდენად ინტელექტი და ეკონომიკა მიაჩნიათ (არც ერთს და არც მეორეს არა აქვს არც ეროვნება და არც საზღვრები);
• ქვეყნის აღმშენებლობის მთავარ საყრდენად კი – ღირსება, პროფესიონალიზმი, გამოცდილება, თაობათა ერთიანობა მიაჩნიათ;
ჩვენ ვქმნით
პოლიტიკურ ძალას, რომლისთვისაც მისაღები იქნება მხოლოდ ნიჭის,
გამოცდილების, პროფესიონალიზმის, კანონის უზენაესობის ძალაუფლება
ჩვენ ვქმნით პარტიას, რომლისთვისაც უცხო ქვეყნებთან ნებისმიერი მოლაპარაკებისა და ქვეყნის შიგნით მოქმედების დროს ხელშეუხებელი პრიორიტეტები იქნება: • საქართველოს დამოუკიდებლობა;
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა;
• ქართული ეროვნული ცნობიერება; სხვა ყველაფერი კი – მოლაპარაკების და შეთანხმების საგანი.
ჩვენ ვქმნით პარტიას, რომლის მოღვაწეობის მთავარი პრიორიტეტები იქნება:
•
ოჯახი,
ბავშვი,
მოსწავლე,
სტუდენტი,
განათლება,
მეცნიერება,
ხელოვნება,
ჯანდაცვა,
სპორტი;
• უფროსი თაობა - მადლიერების განწყობის შექმნა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც უმძიმეს პირობებში შეძლეს შეენარჩუნებინათ
”ენა,
მამული,
სარწმუნოება”;
• ინვალიდისა და შრომისუუნაროსადმი
ღირსეული
პირობების
შექმნა;
• ქვეყანაში ნიჭისა და უნარის რეალიზაციის პირობების შექმნა;
ჩვენ ვქმნით პარტიას, რომლისთვისაც ბრძოლა საქართველოსათვის
ნიშნავს:
•
ტერიტორიული
მთლიანობის
აღდგენას;
• ქართული ცნობიერების გამთლიანებას;
• რეალურ დემოკრატიას;
• თავისუფალ ადამიანს;
• ძლიერ ეკონომიკას;
• ქვეყანას, გარედან მართვადი ხელისუფლების გარეშე;
• რეალურ რეფორმებს;
• ნიჭის ძალაუფლებას, როცა ყველას აქვს თანაბარი შესაძლებლობლები
საკუთარი
თავის
რეალიზაციისათვის,
როცა
განათლება
სახელმწიფოსაგან
ფინანსდება
და
კონსტიტუციურად
არის
პრიორიტეტული,
როცა
ქვეყანა
სისტემურად
ვითარდბა
მეცნიერულ
აზრზე
დაყრდნობით
და
როცა
ქვეყანას
მართავენ
მოაზროვნე
და
მართალი
ადამიანები.
დრო გადის და ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები არათუ იცვლება, კიდევ უფრო მწვავდება და ზოგიერთი მათგანი შეუქცევად ხასიათს იძენს: ეკონომიკის სტრუქტურა არაეფექტურია, ინფლაციის დონე ორნიშნა, კორუფციულია პრივატიზაციის მთელი პროცესი, დაუცველია მესაკუთრეების უფლებები, დეფიციტია საგადასახადო ბალანსში, ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბალანსი მკვეთრად უარყოფითია, დიდია საგარეო ვალი და სახეზეა მისი შემდეგი ზრდის ტენდენცია, გაუმართლებლად დაბალია მოსახლეობის დასაქმება. ჩვენ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვდივართ მაშინ, როცა დეტალურად გავიაზრეთ ეს პრობლემები, ჩამოვაყალიბეთ მათი გადაჭრის გზები და გვაქვს ერთიანი პროგრამა.
ჩვენ ვიცით, როგორ:
• დავძლიოთ სისტემური კრიზისი;
• აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა;
• გავამთლიანოთ ქართული ცნობიერება;
• დავძლიოთ ამ ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული დაპირისპირება თაობათა შორის;
• შევქმნათ ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალური გარემო, როცა ადამიანს არ ექნება დასაქმების, საარსებო მინიმუმის, საცხოვრებლისა და სამედიცინო მომსახურების პრობლემა (სამ წელიწადში მოვხსნით დასაქმების, ერთ წელიწადში – გარანტირებული სამედიცინო მამსახურების, წელიწადნახევარში
– საარსებო
მინიმუმის,
მაქსიმუმ
ორწელიწადნახევარში
– საცხოვრებლის
პრობლემებს);
• არსებითად შევცვალოთ ბიზნესგარემო, მოსახლეობა გავხადოთ გადამხდელუნარიანი,
შესაძლებლად
ვაქციოთ
ყველა
მსურველის
ბიზნესში
ჩართვა
თანაბარი
შესაძლებლობების
საფუძველზე;
• მოვხსნათ მოსახლეობასა და ბანკებს შორის დღეს არსებული დაძაბულობა. ხუთ წელიწადში სხვადასხვა ფორმით დავძლიოთ ე.წ ”ანაბრების პრობლემა” სრულიად განსხვავებულ პრინციპზე დაყრდნობით, ვიდრე ეს ”მოქკავშირისა” და ”ნაცმოძრაობა-დემოკრატების” მთავრობებმა შემოგვთავაზეს.
(თითოეული
მეანაბრე
მიიღებს
იმ
თანხას
(ლარებში)
მიღების
დღის
სავალუტო
კურსით,
რომელიც
ტოლი
იქნება
მანეთებსა
თუ
კუპონებში
შეტანილი
თანხისა
იმდროინდელი
სავალუტო
კურსით).
• შევქმნათ დღევანდლისაგან სრულიად განსხვავებული შრომის ანაზღაურების სისტემა. დღეს იგი პოლიტიკური კორუფციის შემადგენელ ნაწილად იქცა და ადასტურებს იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლების კურსი _ ეს არის გზა ტოტალიტარული სახელმწიფოს შექმნისაკენ, რომელსაც მართავს არა არჩეული ხელისუფლება, არამედ დანიშნული ბიუროკრატია, რომლის ხელფასი ზოგჯერ 300-500-ჯერ აჭარბებს პედაგოგის, ექიმის, მეცნიერის, ხელოვანის ხელფასს, პენსიონერის პენსიას, სტუდენტის სტიპენდიას, ლტოლვილისა და შრომისუუნაროს შემწეობას. ჩვენ ამ ვექტორს ვცვლით (სხვაობა მინიმალურ და მაქსიმალურ ანაზღაურებებს შორის იქნება მაქსიმუმ 20 ჯერზე მეტი... მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ხელფასი სიმბოლურად 1 ლარით მეტი იქნება ქვეყნის პრეზიდენტის ხელფასზე, ხელოვანის – პარლამენტის თავმჯდომარისაზე,
ჯარისკაცის
კონტრაქტით
განსაზღვრული
თანხა
– მთავრობის
თავმჯდომარისაზე,
პედაგოგის
– მინისტრისაზე).
ჩვენი პროგრამა _ ეს არის პროგრამა ქვეყნის შესაძლებლობის მაქსიმალურ ზღვარზე მუშაობისა და მისი შესრულება მხოლოდ იმ პოლიტიკოსებს შეუძლიათ, რომელთაც აერთიანებთ ქვეყნისა და ხალხის სიყვარული, მისთვის თავდადების კეთილი ნება, არიან თავისუფალი ადამიანები, რეფორმატორები და დემოკრატიული ბუნებისანი.
ჩვენ, უკვე როგორც პოლიტიკური ძალა, ვიწყებთ ბრძოლას პოლიტიკაში და პოლიტიკით გამდიდრებულთა წინააღმდეგ, ბრძოლას 1992 წლიდან მოსულ, 1995 წელს ”მოქალაქეთა კავშირად”, 2003
წელს
”ნაციონალურ
მოძრაობად”
და
ე.წ. დემოკრატებად გადაკეთებულ პოლიტიკურ პარტიათა ლიდერებისა და მათი უცხოელი მეგობრების მიერ შექმნილ რეჟიმთან, ბრძოლას იმ რეჟიმთან, რომელშიც მთავარ პოლიტიკურ ფუნქციას ასრულებს არა პარლამენტი, არამედ ქვეყნის გარედან მართვადი ფარული პოლიტიკური კომიტეტი, პოლიტიკური ფუნქციის მატარებელი შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა (დღეს იუსტიციის სამინისტროდ წოდებული), სასამართლო, საგადასახადო, საბაჟო და ჯარის სარდლობა... დიდი ანალიზი არაა საჭირო, დაინახო, რომ ფარულ პოლიტიკურ კომიტეტში და ყველა ზემოთ ხსენებულ სამინისტროსა და უწყებაში ხელმძღვანელებად
გვევლინებიან
არაქართული
ცნობიერების,
ქართველი
კაცისათვის
მიუღებელი
ღირებულებების,
პირდაპირ
ვთქვათ,
არასახელმწიფოებრივად
მოაზროვნე
ადამიანები:
სოროსელები,
რაიკომის
პირველი
მდივნების
გასოროსებული
შვილები,
ყველაზე
ბინძური
და
დაუნდობელი
”მხედრიონელები”.
მათი
ერთობა
ქმნის
ამ
მარიონეტულ
რეჟიმს.
ჩვენ
ვდგავართ
ხალხთან
და
იმ
პოლიტიკურ
ძალებთან
ერთად,
რომლებიც
იბრძვიან
საქართველოს
განთავისუფლებისათვის
მარიონეტი
ხელისუფლების,
მარიონეტი
პრეზიდენტის,
მარიონეტი
პოლიტიკოსებისა
და
მართლმადიდებელი
ქვეყნისათვის
გარედან
თავსმოხვეული
დამანგრეველი,
ურწმუნო
იდეოლოგიისა
და
რეჟიმისაგან.
No comments:
Post a Comment