გული
მწყდება, რომ საქართველოში ბევრმა არ იცის, რა მოხდა ერთი წლის წინ სოჭის დრამატულ თეატრში ოსური კულტურის დღეების დახურვისას, როცა ქართველმა პატრიოტმა და ოსების დიდმა მეგობარმა, თემურ შაშიაშვილმა თავისი ემოციური და უაღრესად მეგობრული გამოსვლა ასე დაიწყო: „ერთდროულად ვნანობ და ამაყი ვარ…“ და თქვა: „ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ერთმანეთის გარეშე არ გვაქვს მომავალი – ნუ შევწირავთ ჩვენს მომავალს პოლიტიკოსებს“ - დარბაზში საოცარი ემოცია მოყვა, ხოლო როცა მან ცნობილი მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის მილოცვა და რეზო ამაშუკელის მიმართვა წაიკითხა ოსი ხალხისადმი - დარბაზში წარმოუდგენელი რამ მოხდა.
ბატონი რეზოს სიტყვებზე: „ძმებო, ოსებო, მეც ალანი ვარ და ის ქართველი, რომელსაც ვერასოდეს ააგლეჯენ გულიდან თქვენს სიყვარულს და პატივისცემას! შეჩვენებული მყავს ყოველი, ვინც ჩვენს შორის წყალი აამღვრია. უცოდველი ღმერთია მხოლოდ.სამი შვილიშვილი მყავს და სამივე ვაჟია. მათ აქედანვე ვუნერგავ თქვენდამი ძმობას“ - მსოფლიოს 40 ქვეყნიდან ჩამოსული ოსები ფეხზე დაუდგნენ, დარბაზი სიხარულის ცრემლით, და, ასე მგონია, იმედით გაივსო.
ეს
დარბაზი დიდი გაკვეთილი იყო ყველასათვის, განსაკუთრებით პოლიტიკოსებისა და ხელისუფალთათვის.
ამის თაობაზე კარგად თქვა ცნობილმა დიპლომატმა, ამ შეხვედრაზე იუნესკოს სახელით გამოსულმა ალექსანდრე ძასოხოვმა. ამ დარბაზმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ქართველებსა და ოსებს შორის პოლიტიკური ფარიკაობა
უნდა დასრულდეს - დღეს „სიმდისა“ და „დაისის“ დროა.
ამონარიდი გოჩა ძასოხოვის სტატიიდან გაზეთ "ასავალ-დასავალში"
"მე მქონდა არჩევანი შემენარჩუნებინა
ბიზნესი, მაგრამ დამეკარგა ღირსება, ან მიმეღო ღირსეული გადაწყვეტილება და დამეკარგა
არა მარტო ბიზნესი"
პოეტ რეზო ამაშუკელის მიმართვა ოსი ხალხისადმი "თეთრების" ლიდერის, თემურ შაშიაშვილის გამოსვლა ოსთა მსოფლიო შეკრებაზე: ცხინვალს კი არა, ერთიან ქართულ სახელმწიფოს ესროლეს
No comments:
Post a Comment