ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ქართულ-ოსური მისია. ემიგრანტებთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა არის "თეთრების" საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულება. შეხვედრები ოსებთან, აფხაზებთან გაგრძელდება მომავალშიც. ქართულ-ოსური მისიის ეგიდით მოხდა შეხვედრა ვლადიკავკაზში. მაშინ საქართველოს მთავრობის მხრიდან ქართულ მხარეს შეექმნა შეფერხებები. ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ ქართველებს არ ჰყავთ ოსებზე უფრო ახლო მეგობარი და ოსებს არ ჰყავთ ქართველებზე უფრო ახლო მეგობარი. იგივე შეიძლება ითქვას აფხაზებთან მიმართებაშიც. ქართულ-ოსური მისია ძალიან წარმატებული პროექტია და ძალიან მნიშვნელოვანი» თუნდაც ის ფაქტი რად ღირს,რომ ვლადიკავკაზში, ქართულ სკოლაში ოსმა კაცმა, გოჩა ძასოხოვმა ქართულად წაიკითხა ლექსი "საქართველო გაბრწყინდება".
"ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას", "თეთრების" ცნობილი პროექტი, რომელსაც სათავეში ედგა მსოფლიო დონის იურისტი, მინდია უგრეხელიძე და საყოველთაო მხარდაჭერა ჰქონდა, გაჩერდა ფინანსების უქონლობის გამო. საჭირო იყო 600 ათასი ლარი, რათა პროექტი შემდგარიყო. "თეთრების" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ხელი შეეწყობა ამ პრიექტს და იქნება ერთდროულად ორი სასამართლო - უზენაესი სასამართლო და ხალხის სასამართლო.
"თავისუფალი აზრის სახლი", რომელსაც უნდა უზრუნველეყო ანალიტიკური აზროვნების ცენტრის შექმნა, სადაც მეცნიერთა და ექსპერტთა მიერ დაიწერებოდა ახალი კონცეფციები, კანონები და დამტკიცდებოდა პარლამენტში. ეს იქნებოდა ერთგვარი ჰაიდპარკი , რომელშიც ყველა მოაზროვნე დამიანს ექნებოდა თავისი აზრის გამოხატვის საშუალება და ამას დააკვირდებოდა ხელისუფლება.
თავისუფალი ტელევიზია, სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს მედიას, მაგრამ არ უნდა ზღუდავდეს თავისუფალ აზრს. "თეთრებს მიაჩნიათ, რომ პიროვნება, რომელიც ტელევიზიას ჯიბეში ჩაიდებს მტერია ამ ქვეყნის.
"ღირსების ულტიმატუმი" - ელემენტარული მოთხოვნები, რისი შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელისუფლება თავს აყენებს კანონს და კონსტიტუციის გარეთ. ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა მრავალმა პარტიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ცნობილმა ადამიანებმა. მრავალი მოთხოვნა, რომელიც "თეთრების" პროგრამაში არის წარ მოდგენილი, დღეს სხვადასხვა პარტიების მიერ არის წამოყენებული და როგორც საკუთარ აღმოჩენას ისე განიხილავენ. ხელისუფლებას წარედგინა მოთხოვნების ჩამონათვალი. ძალიან ბევრმა პარტიამ მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს. ამ დოკუმენტში გამოთქმული მოთხოვნები საარსებო მინიმუმი განისაზღვროს.
მხილების მუზეუმი, თუ როგორ ცხოვრობს ღარიბი ქვეყნის მდიდარი ხელისუფლება. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პროექტი:
მხილების მიზეუმი, "თეთრებმა" გააკეთეს ანალიზი, და აჩვენა ხალხს თუ როგორ ცხოვრობს მისი ხელისუფლება. რომ მოსახლეობას აქვს ნიგერიული პენსიები , მაშინ როცა ხელისუფლებას არაბი შეიხების ფუფუნება. მხილების მუზეუმმა მოიარა სრულიად საქართველო და 2011 წლის 26 მაისს იქნა დაპატიმრებული.
No comments:
Post a Comment